"ნეტა მეექვსეჯერაც ტყუილი ყოფილიყო... კარგი ბიჭი იყო - ნიჭიერი, გულიანი და კეთილი"

ტელეწამყვანი ვახო სანაია მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„მე ხომ მესინჯერში თითქმის არასდროს შევდივარ. ამიტომ ფრენდებს ვასწავლე - თუ რამე, კომენტარებში დამიწერეთ, შევალ და ვნახავ- მეთქი მესიჯს. ზუზუსაც ასე ვეკონტაქტებოდი.

ბოლოს ეს მოუწერია. დღეს ვნახე. ჩემი ძმის საქმის გამოძიების ამბები იყო და ეტყობა, ფეისბუქზე თვალი მოკრა და უცებ მომწერა. ეგონა, მე შემემთხვა რამე. კომენტარებში აღარ დამიწერა მერე. ბუნებრივია, შემდეგ გაერკვა ვითარებაში.

ძალიან დამწყდა გული ამ ადამიანზე. კარგი ბიჭი იყო - ნიჭიერი, გულიანი და კეთილი.

ნეტა მეექვსეჯერაც ტყუილი ყოფილიყო“- წერს ვახო სანაია.