გურიაში არასრულწლოვანის თვითმკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. სოფელ ნატანებში გარდაცვლილი 16 წლის გოგონას მეზობლების ვერსიით, მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა ახალი ინტერნეტთამაში გამხდარიყო, რომელიც „ლურჯი ვეშაპის“ შემდეგ გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში.
თუმცა გოგონას კლასის დამრიგებელი და თანაკლასელი გამორიცხავენ, რომ გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი ინტერნეტთამაში გამხდარიყო.
ნანა სამხარაძე კლასის დამრიგებელი: "საოცრად პოზიტიური ბავშვი იყო. მე მეხუთე კლასიდან ვარ მისი დამრიგებელი. ჭკვიანი ბავშვი იყო, ცეკვავდა, მღეროდა, კლარგად სწავლობდა. უბრალოდ შოკი იყო ჩემთვის დღეს რაც გავიგე. გამოვრიცხავ, რომ მას ან ინტერნეტ თამაშის გამო, ან სიყვარულის გამო თავი მოეკლა. ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა მასთან და აუცილებლად მეტყოდა, რომ რამე პრობლემა ჰქონოდა. საკმაოდ ძლიერი ბავშვი იყო, ასე ადვილად მას ვერ ჩაითრევდნენ რაიმე ტიპის თამაშებში"
შრომის 11 კლასის მოსწავლე, მ. ხ-ძე: "ძალიან თბილი და პოზიტიური იყო. უცნაური რაღაცეების წერა კი უყვარდა. სულ სიკვდილზე წერდა და ვსაყვედურობდი და მწყინდა. კარგის მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. უბრალოდ ყველა გაოგნებულები ვართ. გუშინ დედის დაბადების დღე ჰქონდა"