ახალ ზელანდიაში სახლების უცხოელებზე გაყიდვა აკრძალეს

ახალ ზელანდიაში სახლების უცხოელებზე გაყიდვა აკრძალეს

 

ახალი ზელანდიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქვეყანაში სახლებს ვეღარ შეიძენენ. ამის შესახებ The Ttelegraph-ი წერს. 

კვლევებით დადგინდა, რომ ავსტრალიაში უძრავი ქონების ძირითადი მყიდველები ჩინელები და ავსტრალიელები არიან. 

იმის გამო, რომ ქვეყანაში სახლებს ძირითადად, უცხოელები ყიდულობდნენ, უძრავი ქონების ფასი ქვეყანაში წლიდან წლამდე მატულობდა, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევდა. 

მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ აკრძალვა ბაზარზე უძრავი ქონების ფასს დაწევს. 

ბოლო წლებში ქვეყანაში იმიგრაციის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წელს ქვეყანაში 71 100 მიგრანტი შევიდა. 

ბოლო 10 წელიწადში, ახალი ზელანდიის უდიდეს ქალაქში, ოკლენდში საშუალოდ, სახლების ფასი თითქმის გაორმაგდა. ქვეყნის მასშტაბით კი, ფასები 60%-ითაა მომატებული.