ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბანკების მფლობელები ივანიშვილთან ერთად აუცილებლად დასხდებიან საბრალდებო სკამზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბანკების მფლობელები ივანიშვილთან ერთად აუცილებლად დასხდებიან საბრალდებო სკამზე

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბანკების მფლობელები ივანიშვილთან ერთად აუცილებლად დასხდებიან საბრალდებო სკამზე,“ - ეს განცხადება, საქართველოს "ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

ლარის კურსის რეკორდულ გაუფასურებას შალვა ნათელაშვილი მმართველი გუნდის პოლიტიკას უკავშირებს.

„ქართული ოცნების მმართველობის 6 წლის მანძილზე სამ მილიარდ ნახევარზე მეტია ჩვენგან წაგლეჯილი. ეს არის უდიდესი საერთაშორისო საფინანსო დანაშაული და სპეციალური საფინანსო ტრიბუნალის შექმნა გარდაუვლად ელოდება ივანიშვილს და მის ბანდას,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღეს ერთი დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში უკვე 2 ლარი და 64 თეთრია. ბოლო 5 დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა უკვე 11 თეთრით გაუფასურდა.