ბრიტანულმა ჟურნალმა Economist-მა საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი Global Liveability Ranking 2018 გამოაქვეყნა.
სიის ლიდერი ავსტრიის დედაქალაქი ვენა გახდა. მეორე ადგილზეა ავსტრალიური ქალაქი მელბურნი, მესამე ადგილი კი იაპონურმა ქალაქმა ოსაკამ დაიკავა.
პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ქალაქები კალგარი, სიდნეი, ვანკუვერი, ტოკიო, ტორონტო, კოპენჰაგენი და ადელაიდა.