ეგვიპტეში ზვიგენმა ტურისტი შეჭამა

ეგვიპტეში ზვიგენმა ტურისტი შეჭამა

ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროსთან, 41 წლის ჩეხი ტურისტი ზვიგენმა ყვინთვისას შეჭამა. ამის შესახებ Dailysabah-ი წერს. 

კაცი ოჯახთან და შვილებთან ერთად ისვენებდა. 

ადამიანის სხეულის ნაწილები მარსა-ალამის სანაპიროსთან იპოვეს. 

ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროსთან ზვიგენმა ადამიანი ბოლოს 2015 წელს იმსხვერპლა. 

იქამდე, 2010 წელს ამავე წყლებში, ზვიგენის ადამიანზე თავდასხმის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან მხოლოდ ერთი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა.