"კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი მალე ციხეს დატოვებს - "კრიმინალური ავტორიტეტები" დიდი ბრძოლის მოლოდინში

“კანონიერ ქურდებს“ შორის ბოსობისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება. 

რუსული მედიის ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი 2019 წელს მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხეს დატოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ Prime Crime-ის რეიტინგში "ტარო" მე-18 ადგილზეა ვარაუდობენ, რომ მისი პოზიციები გათავისუფლების შემდეგ ძველებურად გამყარდება და დაიწყება დიდი ბრძოლა პირველობისთვის.

"ტაროს" მერაბ ჯანგავაძესთან ერთად, დიდი ბრძოლა აქვს „დედ ჰასანის“ კლანთან.

ონიანი-ჯანგველაძის ტანდემმა „კანონიერ ქურდებად“ აკურთხეს არაერთი ახალგაზრდა „ავტორიტეტი“.