ქალთევზა - მითი თუ სინამდვილე

ქალთევზა - მითი თუ სინამდვილე

უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანებს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებთ. მათ შორის ქალთევზების არსებობა-არ არსებობის შესახებ.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ოკეანეებისა და ატმოსფეროს კვლევების სამმართველომ ამ თემის შესახებ  საინტერესო მოსაზრება გამოაქვეყნა.

„არასდროს არ ყოფილა აღმოჩენილი არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ წყალქვეშ ჩვეულებრივ მცენარეთა და ცხოველთა გარდა, არსებობენ სხვა არსებებიც, მაგალითად - ქალთევზები..."

„ქალთევზები - ნახევრად ადამიანები და ნახევრად თევზები, ზღვებში მცხოვრები მითიური ქმნილებებია. სწორედ ამის გამო არ არსებობს მათი შემსწავლელი მეცნიერება და არც მათი არსებობის დამამტკიცებელი რაიმე ფაქტი ან მოვლენა არ ყოფილა არასდროს დაფიქსირებული",  - ამბობს კეროლ კავანა, ოკეანეებისა და ზღვების მკვლევარი.