მაიკლ ბერსტონი გარდაიცვალა

მაიკლ ბერსტონი გარდაიცვალა

ორი დღის წინ, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯგუფი “Motorhead”-ის ყოფილი გიტარისტი მაიკლ “ვურცელ” ბერსტონი. ექიმების ვერდიქტით, სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გამოდგა.

 

მაიკლ ბერსტონი 1949 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა ინგლისის ქალაქ ჩელნტემში.

 

“Motorhead”-ში 1984 წელს ჩაირიცხა, მას შემდეგ რაც ჯგუფი მისმა გიტარისტმა ბრაიან რობერტსონმა დატოვა.

 

გაგიკვირდებათ და ბერსტონს იმხანად პირად ცხოვრებაში მძიმე დროება ედგა. მის მუსიკალურ მონაცემებს ყურადღებას არავინ აქცევდა და 36 წლის გიტარისტი, პურის ფულს სხვადასხვა მშენებლობებზე უბრალო მუშის პროფესიით შოულობდა.

 

ჯგუფში მისი ჩარიცხვის შემდეგ, “Motorhead”-მა ორი სტუდიური ჩანაწერი “1916” და “Orgasmatroi” ჩაწერა. ეს უკანასკნელი ალბომი, 1986 წელს ბრიტანულ ჰიტ-პარადებში 21-ე პოზიციამდე აღზევდა.

 

ბერსტონმა ჯგუფში 11 წელი გაატარა. “Motorhead” 1995 წელს მიატოვა, მას შემდეგ რაც მის ლიდერ ლემისთან კონფლიქტი მოუვიდა.

 

ამის მიუხედავად, მოწვეული სტუმრის სტატუსით ამ ჯგუფს მსოფლიო ტურნეების დროს ორჯერ წაყვა.

 

რამდენიმე წლის წინ, მაიკლ ბერსტონმა საკუთარი ჯგუფი “Leader of Down” ჩამოაყალიბა. სამწუხაროდ მუსიკალური ალბომის გამოცემა გარდაცვლების გამო ვერ მოასწრო.