ცნობილი გერმანელი სუპერმოდელი კლაუდია შიფერი ბოლო წლების განმავლობაში მეუღლესთან, კინორეჟისორ მეთიუ ვონთან ერთად ბრიტანეთის საფოლკის საგრაფოში ცხოვრობს.
ცოტა ხნის წინ ამ ლამაზმანზე, ინგლისურმა გაზეთმა “Sunday Mirror”-მა ერთი დაუჯერებელი ისტორია გამოაქვეყნა.
მშვენიერმა კლაუდიამ სახლში მოჩვენებებზე მონადირე პროფესიონალი სპეციალისტი მიიწვია.
თურმე გასულ წელს ინგლისის მოჩვენებების კლუბის წევრებმა გერმანელ ქალბატონს აუწყეს, რომ მის სახლს ყოველ ზაფხულს ერთი ქალის სული სტუმრობს. ეს მოჩვენება ამ მამულის ყოფილი მფლობელების, როკვუდების ოჯახიდანაა.
ეს “გაფრთხილება” შიფერმა სრული სერიოზულობით მიიღო და გადაწყვიტა ამ სფეროში დახელოვნებული სპეციალისტი-მონადირისთვის მიემართა დასახმარებლად.
“პროფესიონალი” მანდილოსნის, ვინმე ელიზაბეტ ბრიჯმანის კვალიფიცირებული ქმედების შემდეგ, მოდელის სახლში მდგომარეობა აშკარად უკეთესობისაკენ შეიცვალა.
“კლაუდია ძალიან კმაყოფილია მიღწეული შედეგით” – განუცხადა ბრიტანული გაზეთის ჟურნალისტებს შიფერის მეგობარმა.