ამერიკული პრესის ინფორმაციით, ცნობილ მსახიობ ნიკოლას კეიჯს ოჯახში პრობლემები შეექმნა.
ცოტა ხნის წინ, მისი 19 წლის ვაჟი უესტონ კეიჯი სულით ავადმყოფთა კერძო კლინიკაში მოხვდა.
პროფესიით როკ-მუსიკოსმა უესტონმა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბი ატეხა. ამ დაწესებულების თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, რომ ადგილზე პოლიცია გამოეძახათ.
ადგილობრივი წესრიგის დამცველების გამოჩენამ მდგომარეობა ვერ დააწყნარა. აღგზნებულმა კეიჯი-უმცროსმა მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
უესტონისათვის ხელბორკილების დადება ხუთმა პოლიციელმა მხოლოდ ძალების დიდი დაძაბვის შემდეგ მოახერხა.
დამნაშავე პირდაპირ ფსიქიატრიულ კლინიკაში მიიყვანეს. ამ ამბავმა ჰოლივუდში ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ ნიკოლას კეიჯმა შვილს ვერანაირი დახმარება ვერ გაუწია.
საქმე გახმაურდა და გამოჩენილი მსახიობის პირმშოს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება ბრალი. აშშ-ში ეს საკმაოდ სერიოზულ დანაშაულად ითვლება და წესრიგის დამრღვევიც კანონის წინაშე პასუხს მთელი სიმკაცრით აგებს.