“ფორბსის” ვარსკვლავები

“ფორბსის” ვარსკვლავები

გუშინ, ჟურნალმა “ფორბსმა” კინოს, ტელევიზიის, მუსიკისა და სპორტის სფეროში ყველაზე შემოსავლიანი და გავლენიანი ვარსკვლავების ასეული გამოაქვეყნა.

 

პირველ ადგილზე ცნობილი ამერიკელი მსახიობი ტომ კრუზია.  მან ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში 68 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 

მეორე პოზიციაზე ჯგუფი “Rolling Stones”-ს ლიდერი მიკი ჯაგერი გავიდა.

 

ამ საპატიო ნუსხის მესამე ადგილი კინორეჟისორმა სტივენ სპილბერგმა დაიკავა.

 

სპორტსმენებს შორის,“ფორბსის” ვერსიით,  ყველაზე მდიდარ კვლავ  გოლფის მოთამაშე თაიგერ ვუდსია. მის პირად საბანკო ანგარიშზე, ცოლთან გაყრის შემდეგ 120 მილიონი დოლარი ირიცხება.