„მტკიცებულება, რომ ილდირიმი ჩამოვიდა და ამიტომ დამაკავეს, არ მაქვს“

„მტკიცებულება, რომ ილდირიმი ჩამოვიდა და ამიტომ დამაკავეს, არ მაქვს“

მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას მოითხოვს. დემირელის კოლეჯის მენეჯერმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა, რადგან თვლის, რომ არსებობს საფრთხე, რაზეც ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ისაუბრებს. მუსტაფა ემრე ჩაბუკმა თურქეთიდან მუქარის შემცველი გზავნილები უკვე მიიღო.

for.ge მუსტაფა ემრე ჩაბუქს ესაუბრა.

ბატონო მუსტაფა, თქვენ დღეის მდგომარეობით არ იმყოფებით პატიმრობაში, მაგრამ გაქვთ ბრალდებულის სტატუსი. თურქეთის სახელმწიფოს მიერ თქვენ ისევ ბრალდებული ხართ ტერორიზმის ხელშეწყობაში, ასევე ძალაში რჩება თქვენი ექსტრადირების საკითხი. რა მოლოდი გაქვთ, როგორი იქნება ქართული სასამართლოს ვერდიქტი?

მუსტაფა ემრე ჩაბუქი: 9 თვიანი პატიმრობის მიწურულს სასამართლომ გირაოთი გამანთავისუფლა. პატიმრობისას მედიას თვალს ვერ ვადევნებდი. საკანში იყო ტელევიზორი, 4 არხს აჩვენებდა, მაგრამ როდესაც გამანთავისუფლებს, ისეთი მხარდაჭერა ვნახე, რომ ძალიან გაკვირვებული ვიყავი. დავინახე, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გამომიცხადა ქართველმა ხალხმა; სახალხო დამცველმა; არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ასევე იყო ევროპარლამენტარების მხარდაჭერა, მათი ჩამოსვლა საქართველოში. ორჯერ მომინახულა ციხეში რებეკა ჰამსმა და ეს ძალიან დიდი მორალური მხარდაჭერა იყო ჩემთვის. მათ სჯეროდათ, რომ მე ვიყავი უდანაშაულო. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო.

როგორც განვითარებული მოვლენები აჩვენებს, თქვენს უდანაშაულობაში დარწმუნებულია აშშ, ევროკავშირი და ევროპარალამენტის წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ სასამართლოს. როგორც ფიქრობთ, ამერიკელი კონგრესმენების სასამართლო პროცესზე დასწრებამ მოახდინა გავლენა სასამართლო გადაწყვეტილებაზე?

– სასამართლოზე პროცესსზე ამერიკელი კონგრესმენების დასწრებამ, რაღაცა წვილი შეიტანა ჩემს განთავისუფლებაში. მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს გულწრფელად სჯეროდათ ჩემი. სჯეროდათ, რომ მე არ ვარ ტერორისტი. რაც შეეხება კითხვას, რა მოლოდინი მაქვს, მე ყოველთვის მჯეროდა საქართველოს სასამართლოსი და დღესაც მჯერა. საქართველოს სასამართლოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ და მე ამის მჯერა. მე მჯერა, რომ სასამართლო ჩემს ექსტრადირებას არ მოახდენს. იუსტიციის მინისტრი, როგორც სასამართლოს მთავარი წარმომადგენლი საქართველოში, არ დათანხმდება ჩემს ექსტრადირებას. მე ვარ უდანაშაულო ადამიანი, რომელიც შეყვარებული არის განათლებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში გახდებოდით წამების მსხვერპლი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ არ მოგანიჭათ ლტოლვილის სტატუსი. და, ამის მიუხედავად, იმედი გაქვთ, რომ სასამართლო თქვენი ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ მიიღებს?

- დიახ, ლტოლვილთა სამინისტრომ ჩვენ სტატუსი არ მოგვანიჭა და ძალიან გამოკვირდა, რა მიზეზით არ მოხდა ჩვენთვის სტატუსის მინიჭება. 15 წელია საქართველოში ვცხოვრობ და მთელი გულით ვემსახურები საქართველოს განათლების სფეროს. ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგნლების მხრიდან ყოველთვის მადლობის საფუძველი იყო ჩემს მიერ გაკეთებული საქმეები. დღევანდელი მთავრობის წევრებიდან რამდენიმე მინისტრი იმყოფებოდა ჩვენს ღონისძიებებზე. ჩვენ საქართველოში გუშინ ან დღეს არ მოვსულვართ, 15 წელია აქ ვართ და ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ლტოლვილის სტატუსს მოგვანიჭებდნენ.

რაც შეეხება კონგრესმენებს, ევროპარლამენტარებს, არასამთავრობო სექტორს, ისინი ჩემს უდანაშაულობაში დარწმუნდნენ და თურქეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით შეაფასეს ჩემი მდგომარება. სასამართლოში წარვადგინეთ მტკიცებულებები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. რა თქმა უნდა, მოსამართლე აუცილებლად გაითვალისწინებს ამ ყველაფერს.

როდესაც სააპელაციო სასამართლომაც უარი გვითხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, 21-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივად მიმართა პრეზიდენტს თხოვნით, რომ ჩვენთვის მოენიჭებინათ მოქალაქეობა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით მე იმედი მაქვს, რომ ჩემი ექსტრადირება არ მოხდება.

ტერორიზმის ხელშეწყობაუძიმეს ბარლდებას გიყენებთ თურქეთის პროკურატურა. ამბობთ, რომ გიულენს არ იცნობთ, მაშინ რატომ წაგიყენეს ეს მუხლი და რა მტკიცებულებას ემყარება ბრალდება?

- ყოველთვის, ყველა ინტერვიუში ვამბობ, რომ მე არ ვიცნობ ფეთჰულა გიულენს, არანაირი შეხება არ მქონია და არ დავლაპარაკებივარ არასოდეს. კომპანია, რომელშიც მე ვმუშაობ, გიულენი არც მეწილეა და არც მფლობელი. ამ კომპანიის დამფუძნებლები და მეწილეები არიან გერმანიის 3 მოქალაქე. მე მათი თანამშრომელი ვარ მხოლოდ.

ამ კომპანიაში არავითარი წილი არ მაქვს, ვარ მხოლოდ ხელფასზე მომუშავე თანამშრომელი. ამ კომპანიას ფეთულა გიულენისგან არასოდეს არანაირი ფინანსური დახმარება არ მოუღია. 2015 წლის შემდეგ პარტნიორების წარმომადგენელი ვარ, მინდობილობა მაქვს. დაკავებამდე დაახლოებით წელიწადნახევარი ვიყავი ნდობით მინდობილი პირი.

თქვენი დაკავება დაემთხვა თურქეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტს. მაშინ ითქვა, რომ ბინალინ ილდირიმმა მისი ქართველი კოლეგისგან მოითხოვა თქვენი დაკავება, რაც ქართულმა მხარემ შეასრულა. ბატონო მუსტაფა, მართლაც ილდირიმმა მოითხოვა თქვენი დაკავება?

– რაც შეეხება თურქეთის პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლას და მოლაპარაკებას, მე ამის შესახებ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ მაქვს. თურქეთის პროკურატურისგან მოვიდა ბრალდება და ამის საფუძველზე იმოქმედეს საქართველოში. მე ასე ვიცი, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომ ილდირიმი ჩამოვიდა და ამიტომ დამაკავეს, არ მაქვს. მაგრამ პროკურატურის ბრალდებას არ ვეთანხმებით. ადვოკატებმა ყველაფერი გააკეთეს ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ნათლად გამოჩნდება და დამტკიცდება ჩემი უდანაშაულობა.

თავისთავად საინტერესოა, 15 წელია ცხოვრობთ საქართველოში, მუშაობთ საქართველოში და 15 წლის შედეგ თურქეთის ხელისუფლება გედავებადთ ტერორიზმის ხელშეწყობას. როგორ ფიქრობთ, რატომ წაგიყენეს ტერორიზმის ხელშეყობის ბრალი?

- 15 ივლისის მოვლენების შედეგად ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობაში ფეთულა გიულენს ადანაშულებს. ამიტომაც, გიულენის მხარდამჭერები, ვისაც კი გულენის მიმართ სიმპათია ჰქონდა, დღეს ყველა ციხეშია. მე არ ვარ გიულენის არც ადვოკატი და არც წარმომადგენელი, მაგრამ ის თავის წიგნებში ყოველთვის ადამიანებს მოუწოდებს - „ნუ იქნებით უწიგნურები, ნუ იქნებით გაუნათლებები“ - განათლებას, სიყვარულს და მშვიდობას მოუწოდებს ადამიანებს. მის ნაშრომებში და წიგნებში ერთ სიტყვასაც კი ვერ იპოვიან სადაც ის ტერორიზმისკენ, ან ტერორიზმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს ვინმეს. ასეთი რამე არ არსებოს.

ვინც კი გიულენის მიმართ სიმპატიით იყო განწყობილი, ყველა დააკავეს. და ვინც საზღვარგარეთ არიან, ცდილობენ, რომ დააპატიმრონ. არა მხოლოდ მე, არამედ სკოლებსაც კი ტერორიზმის ხმარდაჭერაში სდებენ ბრალს. მაგრამ ეს სკოლები 25 წელია ფუნქციონირებს საქართველოში. ამ სკოლებს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს ავტორიზაცია. 2017 წლის დასაწყისამდე 2500-მდე მოსწავლე სწავლობდა ამ საკოლებში, მოსწავლეების 95% ქართველი იყო. თანამშრომლებიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, განათლების სამინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით მიმდინაროებდა სწავლა. ამ სკოლებში ყველაფერი ხალხის თავლწინ ხდება. შსს-მ, დაზვერვის სამსახურმა და ყველა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ იცის რა ხდება იმ სკოლებში.

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ საუკეთესოდ წარმოაჩინეს საკუთარი თავი. როდესაც ოლიმპიადაში ვმონაწილეობდით განათლების მინისტრმა ასეთ რჩევა მისცა მოსწავლეებს – „თქვენ საქართველოს სახელს ასახელებთ საერთაშორისო ასპარეზზე, არ მოდუნდეთ, გააგრძელეთ ასეთი შრომა“. ამ სკოლებმა გლობალურად მოაზროვნე მოსწავლეები ჩამოაყალიბა.

2015 წელს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში საერთაშორისო კონფერენციაზე –„სკოლებში მშვიდობის განათლების მიღება“ საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად მივიღეთ მონაწილეობა, ჩვენი სკოლის 15 მოსწავლე იყო წარმოდგენილი, ისინი საუკეთესოები იყვნენ. წარმოიდგინეთ, ტერორიზმში მადანაშაულებენ და ამ დროს, მოსწავლეები მიმყავს კონფერენციაზე, რომელიც მშვიდობის დამყარებას ეხება.

ასევე, 2015-2016 წლებში ევროპარლამენტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი, 30 მოსწავლე წავიყავნე იმ კომფერენციაზე საქართველოს კულტურის გასაცნობად. 150 ქვეყნის მოსაწავლეებთან ერთად ცდილობდნენ ჩვენი მოსწავლეები საკუთარი კულტურის ჩვენებას. ვცდილობთ, რომ მშვიდობა და სიყვარული ვასწავლოთ ბაშვებს და ამ დროს ტერორიზმში მდებენ ბრალს. ეს არ ჯდება ლოგიკაში. ძალიან ბევრი ასეთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ ეს ორი ფაქტი საკმარისია იმისათვის, რომ გამიცნოთ და მიხვდეთ, რომ მე ტერორიზმთან არავითარი კავშირი არ მაქვს.

გასაგებია, მაგრამ მაშინ რატომ და რის საფუძველზე გდებენ ბრალს?

- როგორც ჩანს, გერმანიაში მოქმედი ჩვენი პარტნიორების (რომელთა წარმომადგენელი ვარ საქართველოში),  დაკავება უნდოდათ, მათ ვერ მიწვდნენ და მე, როგორც მათი წარმომადგენელი დამაკავეს. ამ სკოლების საქართველოში ფუნქციონირებით შეწუხებული არის თურქეთის ხელისუფლება. არ აწყობთ ის, რომ ბავშვები აქ განათლებას იღებენ.

რაც შეება საფრთხეს, თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა და თქვენი ოჯახის მიმართ განხორციელებული მუქარების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ თქვენი ოჯახი დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო. დღემდე გიცავთ ქართული სახელმწიფო. პატიმარი არ ხართ, უკვე თავისუფლებაზე მყოფი, საფრთხეს რამდენად გრძნობთ და რამდენად რეალურია ეს საფრთხე?

- აქ მოსვლამდე ადვოკატებთან ერთად პროკურატურაში ვიყავით მისული, მოვითხოვეთ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩვენი ჩართვა. რა თქმა უნდა, თავს დაცულად არ ვგრძობ. შიგნით, ციხეში უფრო დაცულად ვგრძნობდი თავს. მეუღლეს და შვილებს სახელმწიფო იცავდა და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი. მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელმწიფოს.

რა საფრთხე გემუქრებათ თურქეთიდან? თვლით, რომ ერთ დღესაც აღმოჩნდებით თურქეთის ციხეში თუ გულისხმობთ ფიზიკურ ლიკვიდაცია?

- მიუხედავად განთავისუფლებისა, მეც და ჩემი ოჯახიც ისევ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. რა სახის საფრთხე შეიძლება იყოს, ამაზე ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ. შესაბამის სამსახურს ვთხოვე, კიდევ ერთხელ გამოიჩინოს გულისხმიერება და ჩემს ოჯახთან ერთად, გარკვეული დროით მეც ჩამრთონ დაცვის სახელმწიფო პროგრამაში.

როდესაც გამანთავისუფლეს, იმავე დღეს აზერბაიჯანის ციხიდან გაანთავისუფლეს 2 თურქი, მაგრამ განთავისუფლების შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები გაიტაცეს. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამ დრომდე მათ შესახებ არ არსეობს არანაირი ინფორმაცია. ამ ყველაფრის გამო, რა თქმა უნდა, მე მეშინია ჩემი ოჯახის გამო.

სამშობლოს მოღალატე გიწოდათ თურქეთის სახელმწიფომ, ასე გიცნობთ თურქეთის მოსახლეობა. ბატონო მუსტაფა, რა გრძნობაა როდესაც საკუთარ სამშობლოში მოღალატეს გიწოდებენ, უცხო ქვეყანაში მოსახლეობა მხარდაჭერას გიცხადებთ?

- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან რთულია ჩემთვის. იმიტომ, რომ ცუდი არაფერი გამიკეთებია. არა მხოლოდ განათლებაში, არამედ ამ ორი სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას ვემსახურებოდი. 2015 წლის გადატრიალებამდე საქართველოში ვიზიტად მყოფი თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მოდიოდნენ ჩვენს სკოლებში და გვხვდებოდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ პრეზიდენტის და პრემიერ–მინისტრის დონემდეც იყო შეხვედრები, ისინი მოდიოდნენ ჩვენს სკოლაში, მანამდე მადლობას მიხდიდნენ, რომ ორ სახელმწოიფოს შორის მშვიდობის დამყარებაში შემაქვს წვლილი, რა მოხდა შემდეგ, რომ მოღალატედ გამომაცხადეს?!.

მე არ ვთვლი, რომ ჩემი ქვეყნის მოღალატე ვარ. პირიქით, მე ვარ ჩემი ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანი, რომელიც ჩემი სამშობლოსთვის ყველაფერს გავაკეთებ. დიახ, ვინც 2015 წლის გადატრიალებაში მიიღო მონაწილება, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ვინც უდანაშაული ადამიანების სისხლი დაღვარა, რა თქმა უნდა, რასაც იმსახურებს ის უნდა მიიღოს. თურქეთში ისე აჩვენებენ, რომ თითქოს მე ჩავიდინე ეს დანაშაული. მე არ ვარ ჩემი ქვეყნის მოღალატე.

დამეთანხმებით, რომ ეს არ არის მარტივი საქმე. თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის თქვენს ექსტრადირებაზე, რა პროცესები შეიძლება ამას მოჰყვეს თურქეთის მხრიდან?

- მე არ ვარ პოლიტიკური მოღვაწე, მე ვარ მასწავლებელი. ჩემი საქმე მხოლოდ განათლებაა. რა თქმა უნდა, თურქეთ-საქართველოს შორის არის სტრატეგიული ურთიერთობა, მაგრამ ამის გამო ადამიანის უფლებები არ უნდა იქნას შელახული. სტრატეგული ურთიერთობა სხვა თემაა და ადამიანის უფლებები კიდევ სხვა. ქვეყნებს შორის ურთიერთობა ადამიანების უფლებების დარღვევის საფასურად არ უნდა ხდებოდეს. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის მიზანია გახდეს ევროკავშირის წევრი და დარწმუნებული ვარ, რომ იმსახურებს ევროკავშირის წვერობას. ეს არის ქვეყანა, რომელიც პატივის სცემს ადამიანის უფლებებს, ამ კუთხით ვუყურებ ამ ყველაფერს და მსჯერა, რომ სამართლიანობა იზეიმებს.

ელოდით ქართველი ხალხისგან ასეთ მხარდაჭერას?

- საქართველოს მოქალაქეები ძალიან მოსიყვარულეები არიან. ვინც უყვართ, მას მთელი გულით უახლოვდებიან. წლების განმავლობაში ვხედავდი ამ სიყვარულს. სადაც მივდიოდი ყველაგან ვხედავდი ამ სულისკვეთებას. 5 წელი ვიმუშავე ბათუმში და რომ დავაპირე იქიდან წამოსვლა, მთელის სკოლის მოსწავლეები ტიროდნენ და მეც ვიტირე. ასე იყო ქუთაისის შემთხვევაშიც. რომ გამანთავისუფლეს ეზოში მასწავლებლები დამხვდნენ, სკოლაში რომ მივედი საქართველოს ჰიმნით შემხვდნენ, ეს იყო საოცრად ამაღელვებელი. მათ მე ვუყვარვარ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ მე ისინი უფრო მეტად მიყვარს. იმედი მქონდა, რომ ის ადამიანები, ვისთანაც მიმუშავია მხარდაჭერას გამომიცხადებდნენ, მაგრამ ამ დონეზე თუ იქნებოდა, ამას არ ველოდი.

2008 წლის აგვისტოში ოჯახთან ერთად სტამბულში ვიყავით. ჩემი უფროსი შვილის დაბადების დღე იყო 17 აგვისტოს, ვემზადებოდით, ეს მისი პირველი დაბადების დღე იყო. მაგრამ ტელევიზიით გავიგე, რომ საქართველოში ომი დაიწყო. ოჯახს, დედას და მეუღლეს უთხარი, რომ მე საქართველოში უნდა ვიყო, იქ ჩემი მეგობრები არიან. ჯარისკაცი არ ვარ, მაგრამ შეიძლება რაღაცით დავეხმარო. 11 აგვისტოს ჩამოვფრინდი ტრაპზონში, იქ მყავდა მანქანა ქართული ნომრებით. აეროპორტში ძალიან ბევრი ხალხი ვნახე, ვკითხე ვინ იყვნენ და საიდან მოდიოდნენ, მითხრეს, რომ საქართველოდან მოდიან, ომი დაიწყო და თურქეთიდან საზღვარგარეთ მიფრინავენო.

ისინი ქართველები იყვნენ?

– დიახ. მე ჩემი მანქანით მივედი სარფში. სარფში ქართულ მხარეს მესაზღვრე მეკითხება, სად მიდიხარო, ვუთხარი, რომ თბილისში მივდივარ, რაზეც მითხრა – „ადამიანო შეხედე რა რიგია, ხალხი თურქეთში მიდის და შენ სად მიდიხარო. საფრთხეა და დაბრუნდიო“. ვუთხარი - კარი გამიღე, თბილისში უნდა წავიდე-თქო. მაშინ პოლიციას ვუთხარი - კარგი მეგობარი ცუდ დღეში გამოვლინდება-თქო.

12 აგვისტოს საქართველოში ვიყავი მე და სკოლის ყველა დირექტორი. მივედით ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დახმარება შევთავაზეთ. სექტემბერში საერთაშორისო სკოლის გახსნას ვაპირებთ, ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ჩვენ ამ 3-სართულიან სკოლაში, დევნილები შევიყვანეთ. დაახლოებით 100–მდე ოჯახი დავაბინავეთ. დღეში სამჯერ გვქონდა კვება, მთელი ზამთრის განმავლობაში ვცდილობდით გათბობა ჰქონოდათ ამ ადამიანებს. არც ერთი თეთრი დახმარება სახელმწიფოსგან არ მიგვიღია. ჩვენ სხვა ბინა ვიქირავეთ და იქ გავხსენით ახალი საერთაშორისო სკოლა, დევნილები კი შენობაში გვყავდა.