ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში მომხდარი შემზარავი, სისხლიანი ჯგუფური დანაშაულობების შემდეგ, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ემსხვერპლა და რომელიც ახლაც გრძელდება, საქართველოს განათლების სამინისტრო დღემდე არ წარმდგარა საზოგადოების წინაშე, არ დაუდია ოფიციალური დასკვნა და არ აუღია პასუხისმგებლობა მომხდარზე; ასევე სახეზეა მთავრობის არასაკმარისი ქმედებები და არასწორი აქცენტები ამ ფონზე კი, საქართველოს პრეზიდენტმა ძალადობის სერიაზე გააკეთა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არასწორი შეფასება!
ამდენად, ჩვენ, როგორც საქართველოს მშობელთა, მოსწავლეთა და პედაგოგთა უფლებების და ინტერესების დამცველი ორგანიზაცია იძულებული ვართ ქართველ ხალხს, ჯანსაღ ქართულ საზოგადოებას მიმდინარე ტრაგიკულ პროცესებზე წარვუდგინოთ ჩვენი მიუკერძოებელი და არგუმენტირებული დასკვნა და რეკომენდაციები:
დასკვნა
1) თბილისის 51-ე და ობშკვითის საჯარო სკოლების მოსწავლეთა სისხლიანი ტრაგედია, ასევე სხვა სკოლებში მომხდარი მოსწავლეთა სისხლიანი გარჩევები და მათი დასახიჩრებით დამთავრებული ძალადობის სერიები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში სასკოლო საგანმანათლებლო კრიზის არსებობას და წარმოადგენს განათლების სამინისტროს საქმიანობაში სისტემურ ჩავარდნას, აჩვენებს საჯარო სკოლებში საამღზრდელო მუშაობის სრულ მოშლას!
2) სასკოლო-საგანმანათლებლო კრიზის გამოვლინებაა საჯარო სკოლებში სასწავლო საქმიანობის ეფექტურობის კატასტროფული ვარდნა! ამ მოვლენის ინდიკატორია საატესტატო გამოცდების შედეგების დინამიკა, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების კატასტროფული შედეგები, საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების კვლევები, სადაც საქართველო ასეულის მიღმა მიჩანჩალებს!
3) სკოლებში „მაყურებლის ინსტიტუტის“ გაცოცხლება მოსწავლეთა დაყოფა „უჩენიკებად“ და „კაი ტიპებად“, „ჩმორებად“ და „ბაბულიკებად“ არის კრიზის გაძლიერების უტყუარი ნიშანი;
4) საგანმანათლებლო სისტემაში ჩრდილოვანი ეკონომიკის კატასტროფული ზრდა (რეპეტიტორთა ინსტიტუტი) კიდევ ერთხელ ადასტურებს კრიზისის მიმდინარეობას და მოაზროვნე მშობელთა აზრის მართებულობას, რომ ქვეყანაში დეკლარირებული უფასო ზოგადი განათლება რეალურად აღარ არსებობს!
5) დღეს ქვეყანას აღარ ჰყავს პედაგოგი (კრებსითი მნიშვნელობით), ადამიანი, რომელიც წინასწარ ხარჯავს ენერგიას საუკეთესო გაკვეთილის მოსამზადებლად, ატარებს მოსწავლეთა შედეგებზე ორიენტირებულ გაკვეთილს და იღებს ფინანსურ ანაზღაურებას საკუთარი მუშაობას შედეგების მიხედვით! დღეს საქართველოს ჰყავს პედაგოგის მოვალეობის შემსრულებელი ადამიანი, რომელსაც ატყუებს სახელმწიფო, თვითონ კი იძულებით ატყუებს საზოგადოებას! დღეს ქვეყანას ყავს წარუმატებელი, აბსოლუტურად დემოტივირებული პედაგოგი - პიროვნება, რომელმაც უნდა აღზარდოს თურმე წარმატებული მოქალაქე!
6) დღეს საქართველოს სასკოლო განათლებაში მოქმედებს დემოტივაციის ორგანიზებული, მავნებლური, კომუნისტური ანაზღაურების სისტემა, რომელიც ხელს უწყობს და ანვითარებს, სიცრუეს, მოჩვენებითობას, ფორმალიზმს, უგულებელყოფს მოსწავლისა და მთელი ერის ინტერესებს, უხეშად არღვევს ევროპის სოციალურ ქარტიის მოთხოვნებს!
7) დღეს ქვეყნის საჯარო სკოლებს არ ჰყავს დირექტორი მენეჯერი, რომელსაც შეუძლია სკოლაში რადიკალური ცვლილებების განხორციელება და სიტუაციის სასიკეთოდ შეცვლა, რადგან ინიციატივის და მით უფრო, განსხვავებული აზრის გამოვლენა დასჯადია! ნულოვანია დირექტორის მოტივაცია უკეთესი მუშაობისთვის, უკეთესი შედეგის მიღწევისთვის, რადგან მისი „მოღვაწეობა“ ფასდება არა შრომით ან მიღწეული შედეგით ან საზოგადოების მოწოდებით, არამედ სამინისტროს მაღალჩინოსანთა კეთილგანწყობით; დღეს სამინისტროს სისტემაში სრულიად აღდგენილია „პატრონ-ყმობის“ ინსტიტუტი და ეს სისტემა სრულად გადანაწილებულია გავლენის სფეროებად სამინისტროს მმართველი დანაშაულებრივი კლანის მიერ!
8) დღეს განათლების სამინისტროს ფაქტობრივად მართავს მარგველაშივილი-სანიკიძის დანაშაულებრივი კლანი, რომელმაც სისტემის ქრონიკული კრიზისი ლპობის სტადიაში გადაიყვანა, ამ კლანმა ჩაიდინა უპრეცედენტო მაშტაბისა და შედეგების რეპრესიები, მოქალაქეთა მასობრივი დისკრიმინაცია და რასაც აგრძელებს ახლაც ,,ჯიბის“ სასამართლოს მეშვეობით; ამ კლანმა ოფიციალურად დააკანონა ნეპოტიზმი სამინისტროს პოლიტიკად! კონკურსებს ატარებდა და ატარებს არა კონკურსანტთა, არამედ პროცედურებს შორის (იხ: სარეკომენდაციო ბარათები). ეს ფაქტები ირიბად დადასტურდა საქართველოს „ჯიბის სასამართლოს“ მიერ და ახლა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვერდიქტს ველოდებით!
ამ მართველმა კლანმა (ლომინაშვილი-სანიკიძე) შეიტანა ცვლილება - დრაკონული შესწორება, „ზოგადი განათლების კანონში“ და განათლების სამინისტრო პოლიტიკური რესურსების განმახორციელებელ რეპრესანტის იმიჯის ოფიციალურ ორგანოდ აქცია! დღეს განათლების სამინისტრო ორ კერძო სუბიექტს შორის, მათ შორის შრომით დავებში, წარმოადგენს მხარეს! ამ არაკომპეტენტურმა ჯგუფმა გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გაგაური-სანიკიძის ბრძანება) ეტატიზმის კლასიკური ნიმუში, რითაც სკოლის ისედაც უუფლებო მენეჯმენტს სრული პარალიჩი მიაღებინა!
წარუმატებელი სანიკიძისა და ჯეჯელავას შემდეგ ისევ ამ ,,წარმატებული“ მმართველი ჯგუფის „მოღვაწეობის“ განგრძობა ადასტურებს ღრმა კრიზისის არსებობას განათლების მართვის სისტემაში, სახელმწიფოს არათანმიმდევრულ და ულოგიკო პოლიტიკას, რასაც შედეგად მოაქვს მოსწავლეთა სისხლი!
9) დღეს ქვეყანას ჰყავს განათლების სამინისტრო, არაადეკვატური ინტელექტუალური რესურსით, რომელიც წარმოადგენს განათლების სისტემის განვითარებას მთავარ მუხრუჭს! ის არის დროსთან, ისტორიასთან, კალენდართან წინააღმდეგობაში! ფილოსოფიურად რომ ავხსნათ, მართვის ფორმა (საბჭოური) არ შეესაბამება მართვის შინაარს (საბაზრო ეკონომიკას)! წინააღმდეგობაშია ბაზისი და ზედნაშენი, ბაზისი აუცილებლად დაანგრევს ზედნაშენს, ეს გარდაუვალი პროცესია! ახლანდელი სამინისტროს არქაულობა, უცნაურობა, უინიციატივობა, მენტალური და ინტელექტუალური ჩამორჩენილობა კიდევ ერთი ნიშანია ღრმა კრიზისისა და რეფორმების განხორციელების აუცილებლობისა!
რეკომენდაციები
მარტო კრიტიკაში რომ არ შეგვედავონ, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი გთავაზობთ რეკომენდაციებს:
ა) მოსწავლეთა ასეთი შემზარავი, სისხლიანი მკვლელობისა და დასახიჩრების შემდეგ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს განათლების მინისტრი ბოდიშს მოუხდიდა მოსახლეობას, აიღებდა პასუხისმგებლობას თავისი პარტიის სახელით და გადადგებოდა. ვინაიდან ჩვენ არ ვართ კლასიკური დემოკრატიის ქვეყანა და მინისტრი ჩხენკელიც ამ საქმეში სრულიად ახალი და თან გარკვეუწილად „უდანაშაულოა“ მისი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადაგება და არც უნდა დადაგეს! მაგრამ მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რაც წარმოადგენს სისტემურ ჩავარდნას სამინისტროს საქმიანობაში, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება განათლების მინისტრის იმ მოადგილეებს, რომლებიც სამინისტროს ხუთი წელია მართავენ! უპირველესად კი მოადგილეს, რომელიც ზოგად განათლებას კურატორობს. ამიტომ ქალბატონი ლია გიგაური დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს! მით უფრო რომ ის იმ „შეთქმულებათა ჯგუფის“ წევრია (სანიკიძე, ნატრიაშვილი და გოგლიჩიძე), რომელთაც პირადი ინტერესების გამო მარგველაშვილს განახორციელებინეს 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის დ.ლაგვილავას დევნა და რაც დადასტურებულია სასამართლოს მიერ! (აქ, მნიშვნელობა არ აქვს დევნილის პარტიულ პოზიციას, რომელსაც, შესაძლოა, ჩვენც არ ვიზიარებდეთ). წარუმატებელი სანიკიძისა და ჯეჯელავას შემდეგ, როგორ შეიძლება სამინისტროს ფაქტრობრივი მმართველი მოადგილე იყოს წარმატებული!
ბ) განათლების მოქმედმა მინისტრმა უარი უნდა თქვას სამინისტროში დამკვიდრებულ ნეგატიურ პრაქტიკაზე, უპასუხისმგებლო მენეჯმენტის განხორციელბასა და სამინისტროს მაღალჩინოსანთა ის ჯგუფი - ვინც ასეთ შედეგამდე მიიყვანა სისტემა, უნდა გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან!
დღემდე განათლების სამინისტროს არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა, მონიტორინგი ან სხვა ღონისძიება (ტრენინგი, ცირკულალური წერილი და ა.შ.) სკოლებში სააღმზრდელო საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; არასოდეს მოუკითხავს, როგორი ეფექტურობით იხარჯება სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით გამოყოფილი თანხა! სავალალო პარადოქსია!!
გ) სკოლის სამეურვეო საბჭოებმა, სკოლის დირექტორებს, სკოლის დამრიგებლის საქმიანობის არასაკმარისი ზედამხედველობისათვის უნდა დაადონ დისციპლინური და ფინანსური სანქციები. ამასთანავე, სამეურვეო საბჭოები უნდა აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე და სამინისტროს მხრიდან ზეწოლის შემთხვევაში, თუ სამინისტროს დანაშაულებრივმა მმართველმა ჯგუფმა მოინდომა დირექტორობის „განტევების ვაცად“ გამოყვანა (რაც არაერთხელ მომხდარა) არ უნდა გამოიყვანოს დისციპლინარული სახდელის უკიდურესი ზომა (მოქმედი კანონმდებლობა სკოლის გარეთ მომხდარ დანაშაულზე დირექტორის პასუხისმგელობას არ ითვალისწინებს). თუმცაღა, სკოლებში პრევენციების არარსებობა დანაშაულთა ერთგვარი კატალიზატორია.
დ) განათლების ახალმა მინისტრმა უარი უნდა თქვას მართველობის დამკვიდრებულ იზოლაციონისტურ პოლიტიკაზე, დახურული სისტემის მოდელზე და სისტემის სრულყოფისა და რეფორმის მიმართულებით დაიწყოს აქტიური დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასათან, ყველა დაინტერესებულ პირთან, რაც, ადრეც შევთავაზეთ.
მან უარი უნდა თქვას სამინისტროში დანერგილ ნეგატიურ პრაქტიკაზე და აღადგინოს მინისტრის საზოგადოებრივი მისაღები. სამარცხვინოა, 21-ე საუკუნეში მშობელს, მოსწავლეს, მასწავლებელს, რიგით მოქალაქეს არ ჰქონდეს შესაძლებლობა უშუალოდ შეხვდეს და ესაუბროს განათლების მინისტრს! ეს არ ხდება არცერთ ცივილიზებულ დემოკრატიურ ქვეყანაში. ფეიბსუქით გაფილტრული კომუნიკაცია ვერ ჩაანაცვლებს უშუალო კონტაქტს.
ე) განათლების მინისტრმა უარი უნდა თქვას და შეწყვიტოს დევნა და რესურსების ხარჯვა განსხვავებული აზრის მქონე პიროვნებების მიმართ, რომელსაც მის ზურგს უკან „ჯიბის“ სასამართლოს ზემოქმედებით კვლავ ახორციელებს სამინისტროს დანაშაულებრივი ,,მარგველაშვილი-სანიკიძის“ ჯგუფი;
ვ) განათლების მინისტრმა საზოგადოებასთან აქტიური დიალოგის შემდეგ უნდა შექმნას სისტემის მოდერნიზაციის ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ცვლილებების პაკეტს და განსახილველად წარუდგენს მასა და საზოგადოებას. მან უნდა გაითვალისწინოს, რომ მოცემულ მომენტში განათლების სამინისტროს არ გააჩნია ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო ჯამური ინტელექტუალური რესურსი, ხოლო მმართველი მარგველაშვილი-სანიკიძის ჯგუფი სასტიკად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ცვლილებებს, რადგან ცვლილებები საფრთხეს უქმნის მათი „კომფორტის ზონებს“.
ზ) საქართველოს მთავრობამ არ უნდა მიიღოს საბედისწერო გადაწყვეტილება და არ უნდა აღადგინოს წახალისებული ტოტალიტარიზმის ელემენტებითა და სულით გაჟღენთილი „შაშკინის მანდატურის ინსტიტუტი“, ცნობილი დასმენებით, სასწავლო პროცესში უხეში ჩარევით, საარჩევნო კომისიებში მანიპულაციებით... ინსტიტუტი, რომელმაც ჩაკლა სკოლებში თავისუფალი სული და მოსპო ყოველგვარი ინიციატივა! ინსტიტუტი რომლის ძალმომრეობის მიმართ მოქალაქეთა ზიზღმა მნიშვნელოვნად განაპირობა წინა რეჟიმის მარცხი;
თ) ევროპის არაერთი ქვეყნის მსგავსად საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უდისციპლინო და დამნაშავე მოსწავლეთა მშობლებისთვის ადმინისტრაციული და ფინანსური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ. სხვა შემთხვევაში სკოლას არ გააჩნია ძალადობის აღმოფხვრის არანაირი ეფექტური ბერკეტი.
ი) საჭიროა, სკოლის მანდატურების უფლებებსა და პასუხისმგებლობის კონკრეტიზაცია. კერძოდ: კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი „სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ბუნდოვანია და მოითხოვს განმარტებას - რა დიაპაზონს მოიცავ ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ვრცელდება მანდატურის უფლებამოსილება სხვა გვარად შეუძლებელია მოვალეობის განხორციელება და შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრება!
იმისთვის რომ ქვეყანამ თავი დააღწიოს ამ მძიმე კრიზისს, საჭიროა სასკოლო განათლების სისტემაში სწორი, თანმიმდევრული რეფორმის განხორციელება; კერძოდ: ორგანიზებული საკანონმდებლო, ფინანსური ცვლილებების გატარება, სკოლების დემოკრატიზაცია, დეცენტრალიზაცია, მენეჯერიზაცია და ბევრი სხვა რამ! ამის გასაკეთებლად განათლების მინისტრს ჭირდება ყოველმხრივი მხარდაჭერა და დახმარება საკუთარი კვალიფიციური გუნდის მოსაყვანად! როგორც სხვისი ბუცებით ვერც ერთი ვარსკვლავი ვერ ითამაშებს ფეხბურთს, ასევე, ვერც ერთი მინისტრი საკუთარი გუნდის გარეშე ვერ „დადებს“ შედეგს (რა შედეგი დადო ჯეჯელავამ მარგველაშვილი-სანიკიძის გუნდით ჩვენ უკვე ვნახეთ! აღარ უნდა გავწიროთ წარმატებული მეცნიერი და რაფინირებულ ინტელექტუალი, რომელიც დღეს მინისტრად მოგვევლინა, წარუმატებლობისთვის!)
კ) რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილს: მას ვურჩევთ ქართველ ხალხს მოუხადოს ბოდიში განათლების სისტემაში არაკვალიფიციურიი, მავნებლური ჯგუფის მოყვანისათვის რომელთა ,,ნაყოფიერმა“ მოღვაწეობამაც მოგვიტანა ის შედეგები, რაც სახეზეა!
ვურჩევთ, ეყოს ვაჟკაცობა და აღიაროს, რომ ამ ტრაგედიაში მისი ირიბი წვლილიც არის. სწორედ მისმა უპრინციპობამ და უსამართლობამ 51-ე სკოლის დირექტორ დ. ლაგვილავას შეურყია ჯანმრთელობა, ხოლო ქართულმა სასამართლომ დაადგინა, რომ განათლების სამინისტრომ ,,შეკერა“ მისი საწინააღმდეგო საქმე. ვხედავთ: სკოლიდან ლაგვილავას გაძევება, როგორ მძიმედაც აისახა შედეგებზე! და ველოდებით, პრეზიდენტის ბოდიშს მთელი სასკოლო საზოგადოების მიმართ?!
პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადება, რომ ქართულ საზოგადაოებას მოსწონს და მიდრეკილია ძალადობისაკენ და რომ ეს არის მომხდარი ტრაგედიის მიზეზი, გახლავთ პრეზიდენტის მხრიდან საზოგადოების დეზორიენტაციის მცდელობა. მცდელობა - პასუხისმგებლობა ააცილოს საკუთარ არაკომპეცენტურ ,,ყალბ დიპლომიან კადრებს“! დავაზუსტებთ, რომ ძალადობისაკენ მიდრეკილება აქვთ და მოსწონთ არა ჯანსაღი საზოგადოების, არა მშრომელი საქართველოს შვილებს, არამედ მარგველაშვილისნაირი მაღალჩინოსნების გაზულუქებულ, დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილ შვილებს. ძალადობა დღევანდელი საქართველოს ბობოლოკრატიის ავადმყოფიური მიდრეკილებითაა ნასაზრდოები და ნაკვები - ქურდული მენტალიტეტითა და დაუსჯელობის სინდრომით!
ლ) ვთხოვთ ქართულ საზოგადოებას სასკოლო პრობლემებით დაინტერესებას! მშობლებს ვთხოვთ სოციალურ ქსელებში აქტიურ ჩართულობას, მასწავლებლებს კი - გამოღვიძებას!