ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ ერთი საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

 

გერონტოლოგიის სპეციალისტმა, ვინმე მარიოს კირიცისმა ფეხბურთელი დევიდ ბექჰემისა და ჯგუფი “სფაის გერლზის” ყოფილი წევრის ვიქტორია ადამსი-ბექჰემის სიცოცხლის შესაძლო ხანგრძლივობა გამოითვალა.

 

ამ გამოკვლევისათვის “მეცნიერმა” სპეციალური ფორმულა გამოიყენა, რომელიც ასაკზე, სხეულის იდეალურ წონასა და სიმაღლეზეა დაფუძნებული.

 

37 წლის ვიქტორია ამჟამად 54 კილოგრამს იწონის. ბატონმა მარიოსმა ქალბატონი ვიქტორიას წონა და სხვა პარამეტრები დაწვრილებით შეისწავლა და გაარკვია, რომ ეს პირმშვენიერი მზეთუნახავი მხოლოდ 54 წელს იცოცხლებს.

 

იმისათვის, რომ ადამსი-ბექჰემის ქალმა სიცოცხლე გაიხანგრძლივოს, მეტი საკვები და კალორია უნდა მიიღოს.

 

ექიმი კირიცისის ვერდიქტით, ვიქტორიამ ამჟამინდელი ცხოვრების წესიც უნდა შეცვალოს. უპირველეს რიგში ნიკოტინს ბრძოლა უნდა გამოუცხადოს, შემდეგ კი ალკოჰოლთან მეგობრობაც საბოლოოდ გაწყვიტოს.