ორიგინალური საახალწლო ქორწილი

ორიგინალური საახალწლო ქორწილი

ზიმბაბველმა პატარძალმა თავის შეყვარებულს, კორი პარკინსის დაუვიწყარი ქორწილი გაუმართა.

მათ ერთმანეთი 3 წლის წინ, პენსილვანიაში, სეტონ-ჰილის უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნეს.

ოფიციალურად წყვილი აშშ-ში დაქორწინდა, თუმცა წელს ზიმბაბვეში პატარძლის ოჯახსაც ეწვივნენ ქორწილის გადასახდელად.

ოჯახმა ბედნიერების აღსანიშნავად სპეციალურ პარკში იქირავა ადგილი, სადაც ნეფე-დედოფალი სპილოებზე ამხედრებული მივიდა. მათ საზეიმოდ მოაწერეს ხელი ხის ქვეშ, მერე ახლობლებთან ერთად "ოჯახური პორტრეტიც" გადაიღეს.