ახალი წელი გურიაში

ახალი წელი გურიაში

გურულები ახალ წელს, იგივე ,,კალანდას,“ როგორც მას ისინი ეძახიან აღნიშნავენ ჩიჩილაკის მორთვით, ხის თეფშზე აწყობენ ხაჭაპურს, ღორის თავს, ტკბილეულსა და ღვინოს და სვამენ ბედნიერებისა და კეთილდღეობის სადღეგრძელოს.

გურულების შობა – კალანდის ამბავი კი ასე დადგენილა.... რაც არ უნდა მშრალი იყოს ზამთარი, ძველით ახალ წელს მაინც გათოვდებაო, ამბობენ გურიაში და მართლებიც არიან – 13 იანვრის ღამეს ყოველთვის თოვს, დგება ნამდვილი ახალი წელი კალანდა...

ვიდრე კალანდობის ღამე შემოვა, წინასწარ საცეცხლედ ცხემლას არჩევენ და 13 იანვარს ბუხარში შეუძახებენ.

სანამ 12 საათზე თოფების გამაყრუებელი ბათქაბუთქი არ ამტყდარა, სოფელში მხოლოდ ძაღლების ყეფა, შეშის ტკაცუნი ისმის.

პატარა გურიაში კალანდა ჩიჩილაკთან ერთად შემოდის.