კამბოჯის ქალაქ სეტბოს მცხოვრები 7 წლის ბიჭის - უორნ სამბატის განუყრელი მეგობარი 5 წლის "ბადისებრი" პითონია.
ბიჭს არაფრით არ სურს ზოოპარკში ჩააბაროს მეგობარი, რომლის სიგრძე უკვე 5 მ-ია და 100 კგ-ს იწონის.
ამ სახეობის პითონი 20-25 წელს ცოცხლობს და მსოფლიოში ყველაზე დიდი გველია - მისი სიგრძე 12-14 მ-ს, წონა კი 350-400 კგ-ს აღწევს.
აღმოსავლეთ აზიაში შინაური პითონი არც ისე იშვიათია - ადამიანებს არ ერჩის და შინ თაგვს არ აჭაჭანებს. ერთი შეხედვით ფლეგმატურ დიდ ბადისებრ პითონს კი, თუ მოუნდა, ჰაერში ღამურას დაჭერაც ადვილად შეუძლია.