მარწყვის დესერტი 1.4 მილიონ დოლარად

მარწყვის დესერტი 1.4 მილიონ დოლარად

მსოფლიოს უძვირფასეს დესერტს ახალი ორლეანის ძველებური რესტორანი “Arnaud” შემოგთავაზებთ.

მარწყვის მარინადი პორტვეინში, პიტნითა და კრემით, რომელიც 5-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტითაა დამშვენებული.

ეს „სიამოვნება“ შემკვეთს არც მეტი არც ნაკლები 1.4 მილიონი დოლარი დაუჯდება.

დესერტის "მიმრთმევისთვის" გათვალისწინებულია ცოცხალი ჯაზი ცალკე ოთახში ან აივანზე.