ლიტველი ფოტოგრაფები ფინეთის ერთ-ერთ ნაკრძალში ბელების "სკოლას" გადააწყდნენ - გადაიღეს, თუ როგორ ასწავლიდა დედა დათვი თავის ნაშიერებს ხეზე ასვლას.
"დედა დათვი თავდაპირველად ცდილობდა პატარებისთვის ეჩვენებინა, როგორ მოეძებნათ საკვებად ვარგისი მცენარეების ფესვები, თუმცა მოუსვენარ ბელებს "მეცადინეობა" მალე მოსწყინდათ და სათამაშოდ გაიწიეს.
მაშინ დედამ მათ ხეზე ასვლის სწავლება დაუწყო. ბელები ნიჭიერი მოწაფეები გამოდგნენ და დედის გასახარად, სულ მალე ხეს კენწეროზეც მოექცნენ", - ამბობს ფოტოგრაფი.