უპირველესად, უჯრედისი, რომელიც ნაწლავის ფუნქციას არეგულირებს. გარდა ამისა, მაგნიუმი, კალიუმი, ცილა და A, C, B6, B12 ვიტამინები. ვიტამინები კბილებისა და რბილი ქსოვილებისათვის აუცილებელი კომპონენტია. B6 განამტკიცებს იმუნურ სისტემას, გულსა და ტვინს ნორმალურ ფუნქციას უნარჩუნებს, არეგულირებს შაქრის დონეს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას, B12 ვიტამინი კი თავის ტვინისა და საზოგადოდ, ნერვული სისტემის სიჯანსაღისთვის უმნიშვნელოვანესია.
მეცნიერები მიუთითებენ, რომ ბანანის ქერქში უხვადაა პოლიფენოლები და კაროტინოიდები, რომლებიც აძლიერებს მეტაბოლიზმს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანანის ქერქი არ შეიცავს კალორიებს, ხოლო მის შემადგენლობაში შემავალი უჯრედისი იწვევს დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას. არსებობს მონაცემები, რომ ბანანის ქერქში არსებული ნივთიერებები ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.
სულ ახლახან ბანანის ქერქში აღმოაჩინეს სეროტონინი - ჰორმონი, რომელიც აუმჯობესებს გუნება-განწყობას. ქერქში უხვადაა ლუთეინიც, რომელიც აფერხებს კატარაქტის განვითარებას.თუმცა საყურადღებოა დიეტოლოგთა განცხადება - ბანანს აქტიურად ამუშავებენ პესტიციდებით, შესაბამისად, სასურველია საკვებად გამოვიყენოთ ორგანული ბანანი ან გამოყენებამდე საგულდაგულოდ გავრეცხოთ. ბანანის ქერქი შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვებად მოხარშული ან გამომშრალი სახით.