„ამ ვითარებისთვის მეტ-ნაკლებად მზად უნდა ვყოფილვიყავით“

„ამ ვითარებისთვის მეტ-ნაკლებად მზად უნდა ვყოფილვიყავით“

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბინა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, პანკისელ ასლანბეგ ჯიბრაილოვს ეკუთვნის, ამას მისი მშობლებიც ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი თვის წინ ჯიბრაილოვს ცოლის ძმა დაეხმარა ბინის გაქირავებაში, სავარაუდოდ პანკისის მკვიდრ მოქალაქეებზე, სავარაუდოდ, მათ ერთ-ერთი ოჯახი ჰყავთ მძელვლად აყვანილი.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე, რომლის შეფასებით, მიმდინარე მოვლენები ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებული ჯგუფთან, რომლის უკან დიდი ალბათობით, შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფო“ იდგეს. როგორც ნებიერიძე აცხადებს, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მძევლების უსაფრთხოდ გამოყვანა.

„აშკარად ორგანიზებული ჯგუფია, ამას ადასტურებს ის, რომ ისინი არიან შეიარაღებული და სავარაუდოდ, აყვანილი ჰყავთ მძევლები. ამიტომ, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ჯგუფი დაკავშირებულია „ისლამურ სახელმწიფოსთან“. ვიცით, რომ ჯგუფი მთელ მსოფლიოს არის მოდებული. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ძალიან ბევრი არაბი და ირანელია. რაც მთავარია, ჩამოდიან ყიოველდღიურად. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველში არ არის ისეთი მკაცრი რეჟიმი, როგორიც ევროკავშირში, სადაც ასევე ფეხმოკიდებული არიან ტეროსისტები“, - აცხადებს for.ge-სთსან საუბრისას მამუკა ნებიერიძე.

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ამ ეტაპზე ტრანზიტის ფუნქცია ჰქონდეს.

„თუ ეს არის ჯგუფი, რომელსაც გადასვლა უნდა სხვა ქვეყანაში და საქართველო გამოყენებულია, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ესეც უნდა გაირკვეს. არა მგონია, რომ საქართველო იყოს პირდაპირი სამიზნე. შეიძლება ტრანზიტის შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. ჯერ არ ვიცით რა რაოდენობის ხალხი არის შემოსული. ეს ციფრები უნდა გამოააშკარავონ და ასევე, უნდა ვიცოდეთ რაოდენობრივი თვალსაზრისით რამდენად კრიტიკულია.

ინფორმაცია არის მწირი, შესაბამისად, რთულია დასკვნის გაკეთება. არაფერი არის გამორიცხული, ეს არის რადიკალური ჯგუფი, ისინი ფსიქიურად დაავადებულები არიან. ალბათ, გაირკვევა ყველაფერი, მაგრამ ამ ეტაპზე რთული არის მძევლების საკითხი. ამ ვითარებისთვის მეტ-ნაკლებად მზად უნდა ვყოფილვიყავით“, - აცხადებს მამუკა ნებიერიძე.