for.ge
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ვითარება საკმაოდ მძიმე და საშიშია.
„სასწრაფოდ შეწყვიტეთ პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელების დისლოკაციის ჩვენება და საბრძოლო ტექნიკის გადაადგილების ჩვენება, რადგანაც ტერორისტები უყურებენ ამ ეთერს და ნუ ეძლევათ ჟურნალისტებს უფლებას, პირადპირი ეთერით აჩვენოთ სპეცოპერაციის დაწყების დეტალები. ხალხო ეს თამაში არ არის, გაიგეთ! ეს არის საშიში მოვლენა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.