„სიგარეტი“ და რიანა

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული რიანას მოთვალთვალე პაპარაცებს ძალიან გაუმართლათ - მათ სუპერვარსკვლავი საეჭვოდ "შეკეთებული" სიგარეტის მოწევისას გამოიჭირეს.

მუდამ ტონუსში მყოფი მომღერალი ამჯერად ისე გამოიყურებოდა, რომ ყვითელი პრესის ექსპერტებმა დაასკვნეს, - ნამდვილად მარიხუნა გააბოლაო.

ამას ისიც ამტკიცებს, რომ "სიგარეტის"  მოწევის შემდეგ ვარსკვლავი მთელი საათი მოდუნებული იწვა და თავისთვის ხითხითებდა, თანაც მაკიაჟის გაკეთება ან მოუწესრიგებელი თმის დავარცხნა არც უცდია.