პრესტიჟი, კომფორტი, სიმძლავრე და საიმედობა Prado-მ გააერთიანა

პრესტიჟი, კომფორტი, სიმძლავრე და საიმედობა Prado-მ გააერთიანა

Toyota Land Cruiser 60 წლის წინ შეიქმნა და დღეს უკვე მსოფლიოს 190 ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტომობილად ითვლება - ამ მოდელს განსაკუთრებული წარმატება ხვდა საქართველოშიც, როგორც „ტოიოტა კავკასიის“ პრეზიდენტი, მიცურუ კონიში აცხადებს, ქართველი მომხმარებელი დიდად აფასებს საიმედოობას და გამძლეობას და ამას კომპანიის გაყიდვების სტატისტიკაც მოწმობს - ასე მაგალითად, უკვე წლებია, „ტოიოტა პრადო“ ქართულ ბაზარზე თავის სეგმენტში დაახლოებით 60%-ს იკავებს.

Toyota Prado-ს წარმატება დაფუძნებულია Land Cruiser-ის 60 წლიან გამოცდილებაზე, რაც ასახულია კიდეც ავტომობილის სიმტკიცეზე - შეგიძლიათ გაემგზავროთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ყოველთვის კომფორტულად იგრძნობთ თავს. უგზოობაზე მოძრაობის შეუდარებელმა შესაძლებლობებმა Land Cruiser-ს მსოფლიოში ყველაზე გამძლე და სანდო ავტომობილის რეპუტაცია შეუქმნა და ევროპის ათზე მეტ ქვეყანაში ამ სეგმენტის გაყიდვების ლიდერად აქცია.

სამშაბათს, 7 ნოემბერს, შატო მუხრანის ტერიტორიაზე კომპანია „ტოიოტა კავკასიამ“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, Toyota Land Cruiser Prado-ს განახლებული მოდელის წარდგენა გამართა. პრეზენტაცია, ისეთივე გემოვნებიანი, ადრენალინით გაჯერებული, თანამედროვე და პრესტიჟული იყო როგორც თავად, განახლებული Toyota Land Cruiser Prado გახლავთ.

არაჩვეულებრივი სანახაობის ფონზე ტოიოტას და მისი ოფიციციალური დილერების „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმომადგენლებმა სტუმრებს Toyota Land Cruiser Prado-ს განახლებული მოდელის ღირსებები გააცნეს.

როგორც „ტოიოტა კავკასიის“ წარმომადგენელი და ღონისძიების წამყვანი, გრიგოლ კოხრეიძე აცხადებს: „Prado განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს თავგადასავლებს და მნიშვნელობას ანიჭებს პრესტიჟს“.

მაღალი გამავლობის ავტომობილი, Toyota Land Cruiser Prado კიდევ უფრო გაუმჯობესდა - ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა და ტექნიკური განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.

Toyota Land Cruiser Prado თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია. მის რეპუტაციას კიდევ უფრო ამყარებს ექსტერიერის ახლებური, უფრო თანამედროვე და გამოკვეთილი სტილი, უფრო დახვეწილი, კომფორტული და მაღალი ხარისხის ინტერიერის დიზაინი, გაუმჯობესებული დინამიკური მაჩვენებლები და მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი შესაძლებლობები, როგორც ნორმალურ, ასევე უგზოობის პირობებში.

„ტოიოტა კავკასიის“ წარმომადგენლებმა, პრეზენტაციისას, წარმოადგინეს ვიდეორგოლი, სადაც ჩანს, როგორ გადალახა Toyota Land Cruiser Prado-მ სვანეთში ადიდებული მდინარე. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ავტომობილი გამოსცადეს დავით გარეჯში და შედეგი მართლაც შთაბმეჭდავი იყო.

Toyota Land Cruiser Prado-ს მფლობელს ავტომობილში დახვდება ახალი დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც მოიცავს დიდ 8-დიუიმიან Toyota Touch® 2 და „Go“ მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ 4.2-დიუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს.

წინა სავარძლის გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და „ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი - მძღოლსა და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს უქმნის.

Toyota Land Cruiser Prado უგზოობის პირობებში შეუდარებელია - ამის მიზეზი კი რამდენიმე კომპონენტია: გამძლეობა, დეფორმაციისადმი მედეგობა, ჩარჩოიანი ძარის მეთოდით აგებული უნიკალური კონსტრუქცია და ინსტრუქციებისა და ტექნიკური მხარდაჭერის არაჩვეულებრივი კომბინაცია.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმომადგენელი, გიორგი კობახიძე ხაზს უსვამს განახლებული Prado-ს შესაძლებლობებს - მონიტორზე შეგიძლია დაინახო, რა ხდება ავტომობილის უკან და მის ქვეშ. გიორგი კობახიძე თვლის, რომ ქვედა რელიეფის ხედვის მონიტორი მართლაც უნიკალური ფუნქციაა.

ახალი Land Cruiser Prado-ს უგზოობის პირობებში გამავლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზრდილია მისი უკანა დიფერენციალის სამი ვარიანტის წყალობით: ღია, ჩასაკეტი ან ახალი თვითბლოკირებადი დიფერენციალი Torsen Limited Slip (LSD).

კიდევ ერთი უნიკალური ფუნქციის ხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ Prado-ს ტესტირების მონაწილეებს „შატო მუხრანში“, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული მულტი-რელიეფური რეჟიმი - MTS (“Multi Terrain System”) და ცოცვის რეჟიმი - “Crawl Control”.

ყველგანმავალის Multi-terrain Select System (MTS) სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდა „AUTO Mode-ის“ (ავტომატური რეჟიმი) დამატებით, რომელიც ავტომატურად მოდის მოქმედებაში და 5-სიჩქარიანი ნელი სვლის მაკონტროლებელი „Crawl Control“ - ე.წ. ცოცვის ფუნქციით. ხოლო „Multi-terrain Monitor“ ეკრანის ფუნქციები გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს არა მარტო იატაკის ქვეშ ხედვისა („Underfloor View“) და წინა ხედვის („Front View Rotation“) როტაციის ფუნქციებს, არამედ პანორამული ხედვისა („Panoramic View“) და ფართო უკანა ხედვის („Wide Rear View“) ეკრანებსაც.

Toyota Land Cruiser Prado-ს მთლიანი სიგრძე 60 მმ-ით არის გაზრდილი 4,840 მმ-მდე. მას განსაკუთრებული მანევრულობა ახასიათებს, რომლის მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5.8 მეტრია.

ახლებური დიზაინის მქონე კაპოტით, რადიატორის ცხაურით, განათების ფარებით, წინა ბამპერითა და დამცავი ფარებით, Toyota Land Cruiser Prado-ს წინა მხარე თავისი უნიკალური ისტორიული დიზაინის მრავალ სტრუქტურულ ელემენტს ეფუძნება.

ახალი Toyota Land Cruiser Prado ექსტერიერის ათ სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. მათგან ორი სრულიად ახალია - Midnight Emerald Blue (შუაღამის ზურმუხტისებრი ლურჯი) და Avant-Garde Bronze Metallic (ავანგარდული ბრინჯაოსფერი მეტალიკი).

ახალი Toyota Land Cruiser Prado -ს ინტერიერი გვთავაზობს ინსტრუმენტთა პანელის შეცვლილ სტილს მძღოლის ინსტრუმენტთა და ცენტრალური მართვის პულტის ჩათვლით. მისი ფუნქციონირება გაუმჯობესებული, ხოლო მოპირკეთება - უფრო დახვეწილი და ყველგანმავალი მანქანის პრემიუმ ხარისხისათვის შესაფერისია.

უგზოობის პირობებში მოძრაობისას წინა მხარის ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ცენტრალური მართვის პანელის უკიდურესი ზედა ნაწილი დადაბლებული, უფრო გლუვი და დახვეწილი შესახედაობისაა. მართვის პანელზე განთავსებულია ახალი, უფრო დიდი ზომის 8-დიუიმიანი ფერთა სრული დიაპაზონის მქონე მულტიმედია ეკრანი, გლუვი ზედაპირის მქონე კონდიცირების კონტროლის პანელი და გადაცემასთან დაკავშირებული ინსტრუმენტული პანელი.

განახლებულია საჭეც, რომელიც Toyota Land Cruiser 200 (V8) მოდელების საჭეების მსგავსია.

ახალი Toyota Land Cruiser Prado-ს ინტერიერი ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და Premium Beige, რომელიც სრულიად ახალია. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმებას აგვირგვინებს - Silver Hairline მეტალისებური ტექსტურით დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის პულტის დამუშავებას და სრულიად ახალ მუქ ყავისფერ ხის მსგავს იერს ესადაგება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად Toyota Land Cruiser Prado -ს ფასებისა და კომპლექტაციის შესახებ, ეწვიეთ ტოიოტას ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.toyota.ge ან მიმართეთ ტოიოტას ოფიციალურ დილერებს: ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრ თეგეტას.