“The Beatles”-ის ფოტო სანაგვეში

“The Beatles”-ის ფოტო სანაგვეში

ცოტა ხნის წინ ინგლისში ერთი სახალისო ისტორია დაფიქსირდა. ხმის ჩამწერი სტუდია “ემის” დამლაგებელმა ქალმა ერთი ოთახის წესრიგში მოყვანისას იატაკზე რამდენიმე ძველი ფოტოსურათი იპოვა. სისუფთავის ერთგულმა დამცველმა  ეს “ნაგავი” შემთხვევით სანაგვეში მოისროლა.

 

სურათებზე ლეგენდარული ჯგუფი “The Beatles” იყო გამოსახული და 1963 წელს იყო გადაღებული.

 

ხმის ჩამწერი სტუდია დამლაგებელი ქალების სერვისს უჩივის და მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად 700 ათასს ფუნტს სთხოვს, რაც დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარია.

 

რამდენიმე წლის წინ “The Beatles”-ის სახელი ავსტრალიურ მას-მედიაშიც გაჟღერდა.

 

2009 წლის ივლისში, ავსტრალიაში ძველმანების ბაზრობაზე 40 წლის ფრეიზერ კლოკტონმა რაღაც ძველმანებით სავსე ჩემოდანი შეიძინა და დაუთვალიერებლად 35 დოლარი გადაიხადა. ჩემოდანი კი სავსე იყო „The Beatles"-ის იშვიათი ჩანაწერებითა და ფოტოებით.

 

 ექსპერტების აზრით, ეს კოლექცია შეაგროვა ვინმე მელ ევანსმა, ხმის ინჟინერმა, რომელიც ამ ჯგუფთან ერთად მუშაობდა. ევანსი 1976 წელს გარდაიცვალა, მისი არქივი კი გაქრა. რარიტეტები ამჟამად საკმაოდ სოლიდურ ფასად იყიდება, სადღაც 15 ათას დოლარად და მეტადაც.