„რეკორდსმენი“ სუში

„რეკორდსმენი“ სუში

ტოკიოს ფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციული სუშის მომზადებისას, ორგანიზატორებმა გინესის რეკორდის დამყარებაც გადაწყვიტეს.

მათ "ყველაზე გრძელი სუში" - 120 მ სიგრძის კერძი მოამზადეს.

რეკორდის დასამყარებლად, პროფესიონალი მზარეულების გარდა, ბავშვების მთელი ბატალიონი გახდა საჭირო, რადგან "უწყვეტი" სუშის სწრაფად მომზადება, რომელიც ბევრი წვრილ-წვრილი ნაწილისგან შედგება, პატარა თითების გამო, თურმე ბავშვებისთვის უფრო ადვილია.

ცხადია, სუშის დიდი ნაწილი ისევ ბავშვებს შეხვდათ.