თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 1980 წელს სახელმწიფო სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მან უარი განაცხადა ულვაშები მოეპარსა.
ერთი პერიოდი პლანეტის ყველაზე მუსიკალურ ლიდერად მიჩნეული გახლდათ ჰაიტის პრეზიდენტი, ჟან-ბერტრან არისტიდი. იგი შვიდ ენაზე ლაპარაკობდა, წერდა მუსიკას და ასევე, უკრავდა გიტარაზე, ფორტეპიანოზე, საქსოფონზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე.
სლოვაკეთის პრეზიდენტი 1999-2004 წლებში – რუდოლფ შუსტერი, გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსი იყო, ასევე გახლდათ ათამდე წიგნისა და პიესის ავტორი, მუშაობდა ოპერატორად ტელევიზიაში და გადაღებული ჰქონდა საბუნებისმეტყველო დოკუმენტური ფილმები.
პლანეტაზე ყველაზე მძიმეწონიან მონარქად კუნძულოვანი სახელმწიფოს, ტონგას მეფე ტაუფაჰაუ ტუპოუ მეექვსე ითვლებოდა. 1976 წელს მისი წონა 209,5 კილოგრამს შეადგენდა.
უინსტონ ჩერჩილი ბლენგეიმის სასახლის ქალების საპირფარეშოში დაიბადა. დედამისი მეჯლისზე იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად ტკივილები დაეწყო და ერთადერთი, რაც მოასწრო, ტუალეტში შესვლა იყო.
პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცივსისხლიანი და დაუნდობელი ტირანი, უგანდის პრეზიდენტი იდი ამინი, გაპრეზიდენტებამდე ბრიტანეთის არმიაში მსახურობდა.
"სუკში" სამსახურის პერიოდში ვლადიმირ პუტინის კოდური ფსევდონიმი "ჩრჩილი" გახლდით.
ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი – ანგელა მერკელი დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა.