რამდენიმე დღის წინ რუსულ მასმედიაში ერთი სახალისო ნიუსი გავრცელდა.
ტაჯიკეთის განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა წვერის სიგრძე შეზღუდა. უწყებამ ახლახან გამოუშვა ცირკულარი: 50 წლამდე ყველა პედაგოგ მამაკაცს 1 ოქტომბრიდან ეკრძალება წვერის ტარება. უფრო მეტი ასაკის მამაკაცებს კი შეუძლიათ, ატარონ წვერი, რომლის "სიგრძე იქნება არაუმეტეს სამი სანტიმეტრისა".
რეკომენდაციების ცალკეული პუნქტი ეხება ფეხსაცმელებს. ორივე სქესის პედაგოგებს შეუძლიათ ატარონ ნებისმიერი ფეხსაცმელი, თუკი ისინი მთლიანად ფარავს ტერფებს.
"ყველა ეს სიახლე ტარდება ქვეყანაში უმაღლესი და საშუალო სკოლების რეფორმირების ჩარჩოებში, აგრეთვე, შეესაბამება ხალხის მენტალიტეტსა და ჩვეულებებს", – განუცხადა ჟურნალისტებს უწყების პრესმდივანმა აბდულხამიდ ნოზიგოვმა.