ოპოზიციური პარტიები იძირებიან, ხელისუფლება - შეცდომებს უშვებს

ოპოზიციური პარტიები იძირებიან, ხელისუფლება - შეცდომებს უშვებს

წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც, სოციოლოგიური კვლევებითაც მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, დროდადრო ოპოზიციური პარტიების აქციებით მძაფრდება - პარტიები, როგორც საჭადრაკო დაფაზე, საკუთარ სვლებს აკეთებენ და შედეგს ელოდებიან - ზოგს მომგებიანი პოზიცია აქვს, ზოგსაც - წამგებიანი და ყველაფერი 22 ოქტომბრისთვის გახდება ცხადი - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

მოგეხსენებათ, ნაციონალების აქცია მერიის წინ შეხლა-შემოხლით დასრულდა, თუმცა როგორცდემოკრატიული მოძრაობისლიდერი ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, ეს ბიძინა ივანიშვილის გეგმაა, რომ ყოველი არჩევნების წინ ნაციონალებსა და ოცნებას შორის სიტუაცია დაძაბოს, რათა მან ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. სჭირდება ამ ეტაპზე ძალაუფლების შესანარჩუნებლად მმართველ ძალასნაციონალური მოძრაობა“, იმ კონტექსტში რაზეც ბურჯანაძე საუბრობს?

- ქალბატონი ნინოს ფორმულა ალბათ 2016 წლის არჩევნებს ეყრდნობა. 2012 წელს ნაციონალებთან დაპირისპირება თავისთავად ჩადებული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში და მოსახლეობა დაიძრა საარჩევნო ყუთებისკენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორმე ხელისუფლებისთვის ჩამოეშორებინა.

2016 წელს ეს თემა არ იყო მწვავე, თუმცა თავად ივანიშვილმა გაამწვავა და ნაციონალებმაც შეუწყეს ამას ხელი, რადგან საკმაოდ აგრესიულები იყვნენ და პრინციპში, 2016 წელსაც ხმების რაღაც ნაწილი ნამდვილად მოუტანა ნაციონალებთან დაპირისპირებამ „ქართულ ოცნებას“.

დღევანდელ სიტუაციაში, ადგილობრივ არჩევნებზე, უკვე გადასულია ეს სიმძაფრე. კი, არის აგრესიული „ნაციონალური მოძრაობა“ და მედიაც უთმობს ადგილს მის პოლიტიკურ აქტივობას, მაგრამ ხალხს რომ შევხედოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებითაც კი, რომლებიც კვლევების მიხედვით 15-დან 18-პროცენტამდე არიან, ის რაოდენობა ვერ შეგროვდა, რომ ქუჩაში შთაბეჭდილება მოეხდინა. არაერთი მიტინგი გვახსოვს ნაციონალებისა, როდესაც მათი მომხრეთა რიცხვი კლებულობს, ილევა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ეს ეშლება - მათ ჰგონიათ, რაც უფრო აგრესიულები იქნებიან „ქართული ოცნების მიმართ“, მით უფრო მოიგებენ. ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს, შეიძლება რაღაცაში დაეთანხმოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს.

ამ აგრესიით ისევ იგივე საქმეს აკეთებენ, რაზეც ქალბატონი ნინო საუბრობს - იმდენად აგრესიულები არიან, რომ ხალხი, რომელსაც არ უნდა აგრესიული ადამიანები პოლიტიკაში, ყველას მისცემენ ხმას, მაგრამ არა „ნაციონალურ მოძრაობას“. ასეთ შემთხვევაში კი დიდი არჩევანი არ არის და ალტერნატივად უმეტეს შემთხვევაში ისევ „ქართული ოცნება“ რჩება.

თუმცა საკმაოდ მწვავე თემები შეარჩიეს ამჯერად ნაციონალებმა და ექსნაციონალებმა - ისინი აცხადებენ, რომ ივანიშვილს მიწებს არ დაუთმობენ და .. თუმცა ორივე პროექტი, რასაც აპროტესტებენ, თბილისისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ხელისუფლებას შეეშალა და ცუდ დროს გამოიტანა ეს თემები?

- წინასაარჩევნოდ კითხვის ნიშნების შემცველი საკითხი, რაც არ უნდა სწორად გათვლილი იყოს, არ უნდა დააყენო დრის წესრიგში - ეს ცალკე თემაა. მეორე მხრივ, როგორც მითხრეს, გია ნოდია წერდა თავის ფბ. გვერზე, რომ ისიც კარგია რაც ბოტანიკურ ბაღთან გაკეთდება თაბორის მთაზე, და ისიც, პუშკინის სკვერთან პარკირებას რომ ეხება - მაგრამ ერთი მინუსი აქვს, რომ ივანიშვილი აკეთებს ამასო.

თუ ერთიც კარგია და მეორეც, მაშინ გამოდის, რომ მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირებისთვის გაქვს ამბავი ატეხილი და არა იმიტომ, რომ ცუდი რამ ხდება. „ქართულ ოცნებას“ ეს შეეშალა - თვლიდნენ, რომ კარგს აკეთებდნენ და გამოიტანეს პროექტი, მაგრამ იმაზე არ დაფიქრდნენ, რომ არჩევნებამდე ყველაფერზე იქნებოდა რეაქცია.

შეიძლებანაციონალური მოძრაობაიმასაც გრძნობს, რომ მისი მეორე მყარი ადგილის ვადები იწურება და ამიტომაც ცდილობს აგრესიული კამპანიით გადაფაროს ყველაფერი? ვინ უფრო მეტი საფრთხის შემცველია უდუმაშვილისთვის, ელისაშვილი თუ ხოშტარია?

- „ევროპული საქართველოს“ ბოლო რეიტინგები ჩემთვის უცნობია, ამდენად, არ ვიცი, მისგან საფრთხე უნდა ემუქრებოდეს თუ არა. შედარებით ადრინდელი რეიტინგებით, საკმაოდ შორი-შორს იყვნენ, მაგრამ ელისაშვილი და უდუმაშვილი პრაქტიკულად, ერთნაირად მიდიოდნენ.

ამიტომ ელისაშვილი არის მათთვის მეორე ადგილის კონკურენტი, და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, ბოლო დროს რომ განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ ელისაშვილის მისამართით.

თუნაციონალური მოძრაობადაკარგავს მეორე ადგილს, პოლიტიკური ველიდან მისი გაქრობის პროცესი დაიწყება თუ სააკაშვილის ფაქტორი ინერციით გაახანგრძლივებს მათ არსებობას?

- სააკაშვილის ფაქტორი მუშაობს, მაგრამ ვფიქრობ, საწინააღმდეგოდ. ისეც არ ჰქონდათ დიდი რეიტინგი და 2016 წელსაც ვერ გაიმარჯვეს. შემდეგ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახდა და სამშობლოს უკრაინას ეძახის. ეს საქართველოში ნაციონალების მხარდამჭერებზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს.

„ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ნაწილად დაიყო და ფული ერგო მის სხვა ნაწილს და არა ძველ, ტრადიციულ ნაწილს - რაზეც იყო ჯანყი კეზერაშვილის თაობაზე.

ფულზე რომ არ დავწვრილმანდეთ, ვნახეთ, რომ შემოწირულობების ნაკლებობაც აქვს ამ პოლიტიკურ ძალას და ეს ნიშნავს, რომ მას უკვე აღარ უყურებენ როგორც პერსპექტიულ პარტიას.

რაც შეეხება ფინანსებს, კიდევ ერთი მწვავე თემა, რომელიც სალაპარაკო გახდება ოპოზიციის მხრიდან, ეს იყო აუდიტის სამსახურიდან ნინო ლომჯარიას გათავისუფლება, რომელიც სწორედ საარჩევნო ფინანსებს კურირებდა. არასამთავრობო სექტორმა ეს ნაბიჯი უკვე შეაფასა პოლიტიკურად მოტივირებულ ნაბიჯად. უღირდა ხელისუფლებას არჩევნების წინ ამ თემაზე ხმაური?

- პოლიტიკურად მოტივირებული რამდენად არის, არ ვიცი - მოტივი ყველგან შეიძლება იყოს პოლიტიკა, მაგრამ პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯი რომ არის, ფაქტია. თუ რამე ცვლილება უნდოდათ, შეეძლოთ ეს არჩევნების შემდეგ გაეკეთებინათ. პოლიტიკურად მოტივირებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ლომჯარიას იქ ყოფნა პრობლემას შეუქმნიდა „ქართულ ოცნებას“. ასეთი სირთულე „ქართულ ოცნებას“ ლომჯარიას იქ ყოფნით არ შექმნია. იყო შემთხვევა, „ქართული ოცნების“ და სხვა პარტიების დამფინანსებლები დაიბარეს და გამოკითხეს - განსაკუთრებული სირთულეები მმართველ პარტიას, სხვა პარტიებისგან განსხვავებული არ შექმნია.

ის კი არა, ლომჯარია საკმაოდ კორექტულად და კარგად იცავდა, ვერ ვიტყოდი, „ქართული ოცნების“, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებს, როდესაც რამდენიმე სადავო საკითხი წამოიჭრა. ასე რომ, რა საჭირო იყო ამ თემის მიცემა გნებავთ არასამთარობოებისთვის და გნებავთ, ოპონენტებისთვის, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. პოლიტიკურ მოტივსაც ვერ ვხედავ ამ ყველაფერში - პოლიტიკურ არაპროფესიონალიზმს ნამდვილად ვხედავ.

NDI- დამკვირვებელთა წინასწარი მოკვლებით, საარჩევნო გარემო მთლიანობაში არის მშვიდი, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაცევროპული საქართველოსმიმართ აგრესია დაფიქსირდა, რეგიონებში...

- ერთი-ორი ხელის გაქნევა ყველა არჩევნებს ახლავს ხოლმე, ისე კი მაინც და მაინც მძაფრად ჩვენც ვერ ვგრძნობთ, რომ არჩევნები მოდის. თვითმმართველობის არჩევნებში ბევრი ადგილობრივი ინტერესია ხოლმე წარმოდგენილი. „ევროპული საქართველო“ იქნება ეს, თუ სხვა პარტია, ადგილობრივი ადამიანები იბრძვიან ხელისუფლებისთვის და ეს არ მგონია, იყოს პარტიული ხაზით დაპირისპირებები.

არ მგონია იმიტომ, რომ „ევროპულ საქართველოს“ რეიტინგები მაღალი არ აქვს, ხოლო მისი დაჩაგვრა რისკის შემცველია იმ მხრივ, რომ მისთვის ნასროლი ყუმბარა უკან დაგიბრუნდება და შენს გვედით აფეთქდება. რატომ უნდა გაართულო საქმე როდესაც ამ პარტიას არ აქვს ისეთი რეიტინგი, რომ საფრთხე შექმნას? პარტიისთვის ეს გაუგებარი ნაბიჯი იქნება, მაგრამ ადგილზე შეიძლება იყოს დაპირისპირებები, რადგან საქმე ადგილობრივი პირების ინტერესებს ეხება.

კვლევაში საუბარია არაკონკურენტულ გარემოზეც - მმართველმა პარტიამ მიიღო შემოწირულობების 95% და საარჩევნო კამპანიასაც წარმატებით აწარმოებს, ხოლო სხვა პარტიების კამნპანიაში აშკარად შეიმჩნევა ფინანსების სიმწირე... ეს რომ ასეა, ეს კვლევის გარეშეც იგრძნობა - რატომ არ აფინანსებენ ოპოზიციურ პარტიებს?

- ქალაქში რომ გაივლი, ბილბორდების მიხედვით მართლაც მიხვდები, ვის რამხელა ჯიბე აქვს, მაგრამ არ ვიცი, რა იგულისხმება არაკონკურენტულ გარემოში - როდესაც რეიტინგებზე ვსაუბრობთ, ვამბობთ ხოლმე, რომ ოპოზიციურ პარტიებს დაბალი რეიტინგი აქვთ - აქეთ აიღო გეზი „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კერზერაშვილის ამბების მერე, განსაკუთრებით.

ამ პირობებში, როდესაც რომელიმე პარტიას აქვს დაბალი რეიტინგი, რა უნდა იყოს ბიზნესმენის მოტივაცია, რომ მასში ფული ჩადოს? ის თანხებს დებს იმისთვის, რომ ამ პარტიამ გაიმარჯვოს და გახდეს მისი გარკვეული ინტერესების დაკმაყოფილების გარანტი. თუ პარტიას გამარჯვების შანსი არ აქვს, ბიზნესმენი ჩადებს ფულს? - თუ ჩადებს, ეს იქნება ჩემთვის გაუგებარი.

როდესაც უცხოეთზე ვლაპარაკობთ, იქ არიან ბიზნესმენები, რომლებიც რომელიღაც კონკრეტულ პარტიებზე არიან ორიენტირებული, მაგრამ იქ პარტიები დაახლოებით თანაბარი ძალისანი არიან და ისე კატასტროფულად წამგებიანი, როგორიც ჩვენთან, იქ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის.

ის, რომ თანაბარი და კონკურენტული გარემო არ არის, ეს ბიზნესსაც ეტყობა ხოლმე და რეიტინგებსაც, მაგრამ მიზეზია გასარკვევი, ეს ვინმეს ბოროტი განზრახვაა თუ პარტიების დაბალი რეიტინგი?!