წყალქვეშა კონცერტი

წყალქვეშა კონცერტი

ჩინურმა ანსამბლმა "ოკეანის ბენდი", საზოგადოების ყურადღების მისაქცევად, წყალქვეშა კონცერტი გამართა, რომელსაც ქალაქ ტიანძინის ოკეანარიუმმა "Haichang Polar Ocean World"-მა უმასპინძლა.

რასაკვირველია, მომღერლები ფონოგრამით გამოდიოდნენ, თუმცა უჩვეულო წარმოდგენის სანახავად საკმაოდ ბევრი მაყურებელი შეიკრიბა, მით უმეტეს, რომ ეს მოხდა ტრადიციული ჩინური დღესასწაულის - "შემოდგომის" დღეს.

ყველაზე  სახალისო კი ის იყო, რომ კონცერტისას მათთვის სრულიად უჩვეულო სანახაობით გვარიანად შეშინებულმა ბავშვებმა არანაკლები "კონცერტი" გამართეს. მაგრამ პატარების ტირილს ანსამბლი სულაც არ შეუწუხებია.