იმის მაგივრად, რომ დაითვალოთ კალორიები, შეეცადეთ, შეამციროთ მათი რაოდენობა სწორად შერჩეული პროდუქტის ანგარიშზე. ეს ძნელი არ არის. მრავალფეროვანი პროდუქტი მოგცემთ საშუალებას, სწორად შეადგინოთ გემრიელი და ჯანმრთელი რაციონი.
მაიონეზი შეცვალეთ მდოგვით; შაქარი - თაფლით; ნაყინი - ცივი წვენებით; არაჟანი - იოგურტით; პური - ხრამუნა პურით - ხმიადით; ყავა - ფრეშითა და სმუზით; ღორის ხორცი - ხბოსა და ინდაურის ხორცით; კარტოფილის ფრი - აირღუმელში შებრაწული კარტოფილით; კერძებს დაამატეთ ხახვი და მწვანილი; სალათებს დაამატეთ არა მაიონეზი, არამედ ზეთის, ღვინის ძმრისა და სანელებლების ნაზავი.