რუსეთ-ბელორუსის საერთო სამხედრო წვრთნები„დასავლეთი 2017“ 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.ბელორუსისა და დასავლეთ რუსეთის ტერიტორიებზესამხედრო წვრთნებს თვალყურს ადევნებს ნატო-ს წარმომადგენლობა, რომელთა შეფასებით წვრთნები იმაზე გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე წინასწარ იყო გაცხადებული.
ნატო-ს ოფიციალური ინფრომაციით, წვრთნებში არა 12,700, არამედ 100,000-მდე სამხედრო მონაწილეობს და ბალისტიკურ რაკეტებსაც იყენებენ. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ წვრთნები მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა და საფრთხე არც ერთ ქვეყანას არ ემუქრება. ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში აცხადებენ, რომ ამ სწავლებაში სამხედროების აგრესიის სამიზნედ სწორედ მათი ქვეყნებია მოაზრებული და არსებობს საფრთხე, რომ მოსკოვმა მანევრები მეზობლების წინააღმდეგ რეალურ აგრესიად გადააქციოს.
ასე ფიქრობს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეც, გენერალი პეტერ პაველი, რომლის განცხადებით, რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნები, „დასავლეთი-2017“ დიდი ომისთვის მზადებას ჰგავს.
„ზოგადად ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, დიდი ომისთვის სერიოზული მომზადებაა. თუ წვრთნებს რუსეთის პოზიციიდან შევხედავთ, არანაირი შეშფოთების საბაბი არ უნდა არსებობდეს. მაგრამ თუ ჩვენ ამას უფრო ფართოდ შევხედავთ, ამაში არის შეშფოთების საფუძველი, ვინაიდან ეს წვრთნები არც თუ ისე გამჭვირვალეა“, - აცხადებს პეტერ პაველი.
ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს რუსეთ-ბელორუსის მასშტაბური სამხედრო წვრთნების - „დასავლეთი 2017“-ის პარალელურად, რუსეთის სამხედრო ტაქტიკური წვრთნები მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში. წვრთნებში დაახლოებით 300 ერთეული სამხედრო მოსამსახურე და სპეცტექნიკა მონაწილეობს. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიმდინარე წვრთნებს საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს და ამბობს, რომ სამხედრო წვრთნებს ქართული მხარე საფრთხედ აღიქვამს.
„ყველა ტიპის აქტივობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანუ ჩვენს ტერიტორიებზე, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო და აქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრი კრიტიკა. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც საფრთხეს და ვამბობთ, რომ ეს არის მორიგი დარღვევა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსებიაცხადებენ, რომ საფრთხე იმისა, რომ რუსეთი ახალი აგრესიისთვის ემზადება, მაღალია. მათივე შეფასებით, ამავე სახელწოდების სწავლება რუსეთმა სამხედრო წვრთნები უკვე ორჯერ გადაიტანა რეალურ აგრესიაში, 2013 წელს უკრაინაში და 2008 წელს საქართველოში.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ წინა წლებისაგან განსხვავებით, აღნიშნული სამხედრო წვრთნები „დასავლეთი 2017“ თავისი მასშტაბურობით განსხვავებულია. მისი თქმით, ეს არის კოალიციური წრთვნები, რომელშიც მონაწილეობს ბელორუსიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და ამ წრთვნების მთავარი იდეა არის თავსებადობის მიღწევა, განსაკუთრებით, ხმელეთზე და ზღვაზე წარმოებული წარმოებული ოპერაციების თვალსაზრისით.
„პირველი ეტაპი დასარულდა. ფაქტიურად, შეესაბამებოდა საერთაშორისო დონის სტანდარტებს და აი მეორე ეტაპზე რუსები და ბელორუსები ზრდიან სამხედრო კონტიგენტის რაოდენობას. საკმაოდ საინტერესო მიდგომაა რუსეთის სამხედრო გენერალიტეტის მხრიდან - მეორე ეტაპზე ჩართულია საზღვაო კომპონენტები და სამხედრო კოსმოსური ძალები. ამიტომაც, ეს წრთვნები ერთგვარად არის სამხედრო მუქარა“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ რუსეთმა კუნთების ახალი თამაში დაიწყო. ცდილობს, დაუმტკიცოს დასავლეთს, რომ ძლევამოსილია, მას შესწევს ძალა წინააღმდეგობა გაუწიოს და მისი გაგებით დაიცვასგავლენის სფეროები.
„უნდა ითქვას, რომ უკრაინაში შეჭრას წინ უსწრებდა სამხედრო წრთვნები, ისევე, როგორც საქართველოს შემთხვევაში მასშტაბური წვრთნები ტარდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში. იმ დროისგან განსხვავებით, დღეს რუსეთს თავის სამეზობლოში შეჭრის მიზეზიც არ დარჩა. ვისთანაც შეიძლებოდა შეჭრა, ყველგან შეიჭრა. ეს წვრთნები უფრო დასავლეთის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც შეიძლება რუსეთმა შეაშინოს“, - აცხადებსზურაბ აგლაძე.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე გამორიცხავს, რომ სამხედრო წვრთნები „დასავლეთი 2017“ რუსეთსა და ევროპას, ან რუსეთ-საქართველოს შორის შესაძლო კონფლიქტზე მიუთითებდეს. არეშიძე ფიქრობს, რომ სამხედრო წვრთნები ჩრდილო კორეის საკითხს უკავშირდება. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ასეთი ტიპის მანევრები ტარდება, ბელარუსულ საზოგადოებაშიც არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ხელისუფლებაშიც.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ძალიან უარყოფითად ჩანს, თავად ბელარუსში მე ვერ ვხედავ ისეთ რესურსს, რომელიც ევროპის მიმართულებით რუსეთის აქტივობებს ბელარუსის ტერიტორიიდან მხარს დაუჭერს. შეშფოთება იმის თაობაზე, თითქოს წვრთნებით შესაძლოა კავკასიის რეგიონსა და საქართველოს ემუქრებოდეს, კიდევ უფრო უსაფუძვლოა.
როდესაც გვიჩნდება კითხვა, თუ რატომ ხდება ეს, ვიგებთ, რომ არაა გამორიცხული ჩრდილოეთ კორეაში მოხდეს კონფლიქტი, რომელშიც რუსეთიც იქნება ჩათრეული და მომზადება ამიტომაა საჭირო. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან ასეთი პოზიციონირებაა და უცხოური სადაზვერვო სტრუქტურებიც დაახლოებით იგივეს პროგნოზირებენ“, - ამბობს მამუკა არეშიძე.