რბოლა სკამებით

რბოლა სკამებით

გერმანიის ქალაქ კენიგში საოფისე სკამებით რალიში მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე ტრადიციად იქცა და მესამედ ჩატარდა.

200-მეტრიან სტარტზე სხვადასხვა ქვეყნიდან 60 კაცზე მეტი მონაწილეობდა.

სარბოლო "ტრასა" სპეციალურად იყო გართულებული ვირაჟებითა და დაბრკოლებებით.

რასაკვირველია, "ბოლიდებზე" რაიმე სახის ძრავის დაყენება კატეგორიულად იკრძალებოდა.

ამის მიუხედავად, მონაწილეებმა 35 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლეს, თუმცა, უმრავლესობამ ფინიშამდე ვერ მიაღწია.