ბუმბულის საქორწინო კაბა

ბუმბულის საქორწინო კაბა

ჩინეთის ქალაქ ნანძინში გამართულ საქორწინო კაბების გამოფენა-ფესტივალზე ჩინელმა დიზაინერებმა სრულიად უჩვეულო და ორიგინალური ნამუშევარი წარმოადგინეს .

ნეფრიტით გაწყობილი საზეიმო კაბა ფაქტობრივად მთლიანად ფარშევანგის ბუმბულისგანაა შექმნილი!

მის "შესაკერავად" 2000-ზე მეტი ფარშევანგის ულამაზესი კუდი დაიხარჯა.

კაბის ღირებულება მილიონნახევარ დოლარზე მეტია.

დიზაინერებს იმედი აქვთ, რომ საქორწინო კაბას "ახალი ჩინელები" თუ არ შეიძენენ, კარგ ფასად იქირავებენ მაინც.