„მარგველაშვილი რთული მდგომარეობაშია, ხელისუფლებას რომ დათანხმდნეს, იტყვიან, ივანიშვილის ხელდასმულია, პლასტელინია“

„მარგველაშვილი რთული მდგომარეობაშია, ხელისუფლებას რომ დათანხმდნეს, იტყვიან, ივანიშვილის ხელდასმულია, პლასტელინია“

ექსპერტი რამაზ საყვარელიძის განმარტებით, პრეზიდენტის კრიტიკულობის სტილი, სავარუდოს ხდის, რომ გიორგი მარგველაშვილი მომავალ პოლიტიკურ პერსპექტივაზე არის ორიენტირებული. მისი თქმით, ამ შემთვევაში მარგველაშვილი რთული მდგომარეობაშია და პლასტელინობა წამგებიანი ვერსიაა. ოპოზიციურობაში კი, დამოუკიდებლობის იმიჯი მაინც აქვს აღებული, რაც პოლიტიკოსითვის მნიშვნელოვანია.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

რასაც მე ვაკეთებ, პრეზიდენტი სააკაშვილი ვეტოს ადებს. ეს ყველაფერი უკვე კომიკური ხდება, რომ არ ვთქვათ - ტრაგიკომიკური. არ შეიძლება, ყველა ჩემს ნაბიჯს ვეტო დაადოს. იმედი მაქვს, რომ ბოლოს ჩემს ფეხსაცმელებს არ დაადებს ვეტოს, რომ ვეღარ ვიმოძრაო“, - ეს განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა როგორც განათლების მინისტრმა 2013 წელს. რასაც სააკაშვილს უწუნებდა, დღეს იგივე იმორებს პრეზიდენტი - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საარჩევნო კოდექსი“ უკვე ვეტოდადებულია და რიგში საკონსტიტუციო ცვლილებებია. გამოდის, პრეზიდენტის ხელში ვეტოს, როგორც ინსტრუმენტის დევალვაცია მოხდა?

რამაზ საყვარელიძე: თანაც იმ პირობებში, როცა ვეტო შედეგს ვერ აღწევს და პრინციპულად ვერ მიაღწევს. საკონსტიტუციო უმრავლესობა მოახერხებს მის დაძლევას. მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ მარგველაშვილი ცდილობს მოიპოვოს პოლიტიკური რეიტინგი.

ვეტოს გამოყენებით შეძლებს მოიპოვოს პოლიტიკური რეიტინგი?

- ვეტო არის ერთ-ერთი გამოხატულება. პრეზიდენტს სულ ორი რამ აქვს: ერთი - განცხადება გააკეთოს და აკეთებს კრიტიკულ განცხადედბებს, მეორე - ამ განცხადებების შესაბამისი ვეტო გამოიყენოს. განცხადება გააკეთოს და ვეტო არ გამოიყენოს, ეს კიდევ საერთოდ გაუგებრობა იქნება. მას უნდა, რომ იყოს კრიტიკული და არის კრიტიკული ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯების მიმართ.

პრეზიდენტის კრიტიკულობა იგრძნობა განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. როგორ ფიქრობთ, საკუთარი პოლიტიკური დღის წერიგი აქვს გიორგი მარგველაშვილს?

- როგორც ჩანს, აქვს. მართალია არ განუცხადებია, მაგრამ კრიტიკულობის ეს სტილი, სავარუდოს ხდის, რომ გიორგი მარგველაშვილი მომავალ პოლიტიკურ პერსპექტივაზე არის ორიენტირებული, რადგან იგივე სტილია, რაც ოპოზიციას აქვს - ხელისუფლების არც ერთი ნაბიჯი არ იყოს მისაღები. ოპოზიციასაც მიაჩნია, რომ ამ პოლიტიკით შეიძლება პოლიტიკური ქულები აიღოს ადამიანმა. როგორც ჩანს, იგივეს ფიქრობს პრეზიდენტი.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა სხვა შესაძლებლობები, მაგალითად - რეიტინგი აეღო იმით, რითაც თავის დროზე ივანიშვილმა, ანუ - ქველმოქმედებით, ადამინების დახმარებით და ა.შ. მას ჰქონდა ასეთი გზაც. ინგლისის დედოფალი ადამიანებისთვის გაწეული დახმარებით და სიკეთით არის მისაღები და მაღალი რეიტინგის მქონე, გარდა იმისა, რომ ის სამეფო გვარისაა.

ხელისუფლების კრიტიკით ოპოზიციამ ვერ შეძლო საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, მარგველაშვილის შემთხვევაში შესაძლებელია? მით უმეტეს, რომ პოლიტიკური დღის წერიგი გახდა ხელისუფლების კრიტიკა ყველა საკითხზე...

- იცით რა, ამ შემთვევაში მარგველაშვილი რთული მდგომარეობაშია, ისევე როგორც ბევრი სხვა. ხელისუფლების კრიტიკით ვერ იღებენ რეიტინგს, მაგრამ ხელისუფლებას რომ დათანხმდნენ გადადგმულ ნაბიჯებში, მით უმეტეს მარგველაშვილი, იტყვიან, რომ ივანიშვილის ხელდასმულია, პლასტელინია და ამიტომ თანხმდებაო. ასე რომ, ეს მიმართულებაც წამგებიანია. მერე უკვე მიდის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომელი უფრო წამგებიანია. რა თქმა უნდა, პლასტელინობა უფრო წამგებიანი ვერსია არის, ამ ოპოზიციურობაში დამოუკიდებლობის იმიჯი მაინც აქვს აღებული. პოლიტიკოსისთვის კი, მნიშვნელოვანი არის დამოუკიდებლობის იმიჯი.

არის კი, დამოუკიდებელი პოლიტიკოსი საქართველოს პრეზიდენტი, გადაწყვეტილებებში, მოქმედებებში და განცხადებებში იკითხება დამოუკიდებლობა? ძალიან აგრესიულია მისი ადმინისტრაციის განცხადებები და ძალიან ხშირად უნისონში მოდისევროპულ საქართველოსთან“...

- მე არ ვთვლი, რომ ადამიანია დამოუკიდებელია, თუკი რომელიმე ერთ პოზიაციას უპირისპირდება ყოველთვის. არის დამოუკიდებლობს ასეთი ფორმაც - გარდამავალ ასაკში ბავშვს რასაც უფროსები ეტყვიან სწორედ იმას ეწინააღმდეგება, რომც აწყობდეს. რატომ? - იმიტომ, რომ მიაჩნია იგი დამოუკიდებელი უნდა იყოს და თავის თავსაც უნდა დაუმტკიცოს, რომ იგი დამოუკიდებელია, ამიტომ ფაქტიურად დამოკიდებული ხდება, ოღონდ საწინააღმდეგო ნიშნით.

ქართულ ოპოზიციასაც და მარგველაშვილისაც ანალოგიური სჭირთ. ისინი დამოკიდებული არიან ხელისუფლებაზე, ოღონდ საწინააღმდეგო ნიშნით. თავისი დამოუკიდებლობის დამტკიცება უნდათ იმით, რომ ყველაფერზე თქვან არა. ამ შემთვევაში მარგველაშვილს არასთან ერთად ვეტოც აქვს.

რაც შეეხება დაპირისპირებას პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, აგრესიული ფორმა მიიღო ამ დაპირისპირებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. ქართული დიპლომატიური კორპუსი უარყოფს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღეს დავალება პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგმუშაონ. რითი ხსნით იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამიზნე არის პარლამენტის თავმჯდომარე?

- შეგახსენებთ „ქართული ოცნების“ დაპირებას - 2016 წელს განახლდება „ქართული ოცნება“ ახალი სახეებითო. სწორედ ერთ-ერთი საპარლამენტო ფიგურა და მით უმეტეს პარლამენტის თავმჯდომარედ 2016 წელს წარადგინეს ირაკლი კობახიძე. იმ გუნდს, რომელიც 2016 წელს წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“, ზურგს უმაგრებს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია თავიანთ საქმეში. დასავლეთში მიღებული განათლებით, ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი მაღალი კვალიფიკაციის კონსტიტუციონალისტი. ეს არის კონსტიტუციონალისტების შეფასება და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ავთო დემეტრაშვილს.

ეს არის კობახიძის კვალიფიკაციის მხარე. მაგრამ ადამიანს ამავე დროს აქვს ემოციური მხარე, რაც ახასიათებს კობახიძეს...

- ემოციების კვალიფიკაცია და მოთოკვის უნარი გამოციდილებასთან ერთად მოდის, ოღონდ ამას არც ერთ უნივერსიტეტში არ ასწავლიან, ეს დრომ უნდა გასწვალოს. ირაკლი კობახიძე ერთი წელია რაც პარლამენტის თავმჯდომარეა, ახალგაზრდა ემოციური კაცია. ამ ემიციურობით შეიძლება მას ჰქონდეს ისეთი ფრაზები, რომლიც ადამიანურ მიდგომებს შეესაბამება და არა პოლიტიკურ განცხადებას. უამრავი მაგ ტიპის განცხადებები, რაც ყოფით მეტყველებას შეესაბამება, ოღოდ არა პოლიტიკას, ჰქონდა ბიძინა ივანიშვილსაც. პოლიტიკურ გარემოში ლაპარაკობდა არაპოლიტკურ სტილში. ამიტომ, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ჩემთვის კობახიძის ეს ემოციურობა გასაგებია.

კვალიფიკაცია მაგიტომ ვახსენე, რომ სადაც მე ვიცი მისი კვალიფიკაცია, ბუნებრივია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩემზე უკეთესად იციან. ამგვარი კვალიფიკაციის ადამიანი შესანარჩუნებელი პოლიტიკური ფიგურაა და ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფიგურაა.

აი, ამ პირობებში ცდილობენ, რომ ამ პერსპექტიული ფიგურის სუსტი წერტილი დღევანდელი დღისათვის - მისი ემოციურობა, გამოიყენონ და მიიყვანონ იქამდე, რომ შეცდომა დააშვებინონ. ამის მუხედავად, შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ ამაზე მიდის ძირითადად ნადირობა. იმდენად უტაქტოა განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მხრიდან, რომ ეს ნებისმიერ ადამიანს გამოიყვანს მდგომარეობიდან. პრეზიდენტის ნათქვამს კიდევ სხვა დატვირთვა ექნებოდა.

მით უფრო, როცა ბრალდების სახე აქვს ამას, ვგულისხმობ  კონახიძის მხრიდან ზეწოლას დიპლომატიურ კორპუსზე...

- რა თქმა უნდა, და რაც პრინციპში არის დიდი ტყუილი და რატომ? - ასეთი ზეწოლა და მითითება რომ დასჭირვებოდა ხელისუფლებას, დამერწმუნეთ ამის აუცილებლობა ტრიბუნა არ იქნებოდა. ტელეფონით მიაყოლებდნენ ამ მითითებას, რად უნდა ამას ტრიბუნა?!. არარეალურ ნაბიჯში არის ბრალდება. ნორმალური ადამიანი არ გააკეთებს იმას, რომ ტრიბუნიდან უძახოს დიპლომატებს პრეზიდენტს დაუპირისპირდითო. ეს იმდენად არარეალურია, რომ ამის შეფასებაც კი შეუძლებელია.

გიორგი აბაშიშვილის მხრიდან ბრალდებებით გაჯერებული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით პირველი შემთხვევა არ არის. სად გადის ზღვარი ბრალდებასა და ცილისწამებას შორის?

- მე არა მგონია, რომ აბაშიშვილი იყოს აქ მაინცდამაინც დამნაშავე. ვიცნობ მას და ძალიან მშვიდობიანი კაცია. ასეთი ტიპის განცხადება თანამშრომლის მიერ არ კეთდება ხოლმე, თუკი უფროსის მხრიდან არ არის წახალისებული. ასე რომ, ალბათ, პრეზიდენტის მთელ გუნდს აქვს გადაწყვეტილი კრიტიკულობაზე და ნეგატიურობაზე ააგოს საკუთარი რეიტინგი. ის, რაც უკვე პრეზიდენტზე გითხარით, ეს მთელ მის გუნდსაც ეხება. ამ მხრივ კრიტიკულობის წისქვილზე წყლის დასხმის შოუს ვინ განახორციელებს - მარგველაშვილი თუ აბაშიშვილი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ზღვარი არის იქ, სადაც დადგება პოლიტიკური საკითხი. ანუ, იქნება არჩევნები - სადაც ხალხმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტად მარგველაშვილი და მისი გუნდი უკვე მის თანმხლებად, ან პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბების შემთხვევაში როგორც პარტია. მე ვფიქობ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ხალხზე შთაბეჭდილის მოსახდენად და ამიტომ, ზღვარი ხალხთან გადის.