„ჩვენი კრიმინალი არ გვეყოფა, რომ არ დაგვემატოს სხვა ქვეყნიდან შემოსული კრიმინალი?!“

„ჩვენი კრიმინალი არ გვეყოფა, რომ არ დაგვემატოს სხვა ქვეყნიდან შემოსული კრიმინალი?!“

არალეგალების მოძალება მხოლოდ ევროპელების თავსატეხად არ ქცეულა. რასაც მრავალრიცხოვანი ევროპა ვერ უმკლავდება, მცირერიცხოვანი საქართველოც ვერ გაუმკლავდება.

ამ რამდენიმე წლის წინ ჩვენი საზოგადოება შეძრა ბათუმის ბულვარში მრავლობითი ჭრილობებით მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალაძის დაღუპვის საზარელმა შემთხვევამ. სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოსულმა 1985 წელს დაბადებულმა ირანის მოქალაქემ გოგონა მოკლა და, ასევე, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტით დატოვა საქართველოს ტერიტორია.

ამ ფაქტიდან ცოტა ხანში უკვე თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე დაიძაბა ვითარება, რადგან ერაყელმა მამაკაცმა 15 წლის ბიჭი გააუპატიურა. ამ ამბის შეტყობისთანავე ადგილობრივ ახალგაზრდათა ჯგუფმა ამავე ქუჩაზე მცხოვრები ინდოელების ფიზიკური ანგარიშსწორება დააპირა. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ ამ შემთხვევის შემდეგ უცხოელებს საქართველოში ფიზიკური ანგარიშსწორება ელოდათ.

მას შემდეგ არაერთხელ გახმიანებულა აღმაშენებლის გამზირზე ტრეფიკინგის უამრავი ფაქტის შესახებ. სულ ბოლოს კი ამ ჩამონათვალს მიემატა კიდევ ერთი შემთხვევა, როცა 51 წლის ირანელმა მოქალაქემ ახალციხეში ხუთ არასრულწლოვან ბიჭთან გარყვნილი ქმედება სცადა.

რა უნდა მოიმოქმედოს ქვეყანამ, როცა აზიიდან და აფრიკიდან მიგრირებულთა პრობლემა მიგრაციის წესების დარღვევას სცდება და კრიმინალად იქცევა?

დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ  აზიიდან და აფრიკიდან შესული მიგრანტები თვით ევროპისთვისაც უდიდესი პრობლემაა. მაგალითად, შვეიცარიაში  შობადობის 26% სწორედ იმიგრანტების მიერ დაბადებულ ბავშვებზე მოდის. ევროპის დიდ ქალაქებში, ფაქტობრივად, უკვე  სულ მიგრანტები ცხოვრობენ. მართალია, იმიგრანტების პირველი ტალღა ასეთი აგრესიული არ ყოფილა, მაგრამ მეორე და მესამე ტალღა, როცა მიგრანტებმა საკუთარი ოჯახები გააერთიანეს და ისე მიაშურეს დასავლეთს, უფრო აგრესიული გახდა. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ სულ სხვა კულტურა და რელიგიური აღმსარებლობა შეიტანეს მასპინძელ ქვეყნებში,

„ამიტომაცაა საშიში იმიგრანტთა დიდი რაოდენობა. რაც შეეხება საქართველოს, ქართველ ხალხს არასდროს უთქვამს, მარტო მე უნდა ვიცხოვრო ჩემს ქვეყანაში, მაგრამ ისე სწრაფად იზრდება სხვა ერის წარმომადგენელთა რაოდენობა, თუ ასე გაგრძელდა, სულ რამდენიმე, 2-3 ათეულ წელიწადში ქართველს აქ აღარ დაედგომება. სხვათა შორის, ბოლო წლებში განსაკუთრებულად იზრდება უცხო ხალხის რიცხვი, თორემ აქამდე მათი რაოდენობა ამდენი არ ყოფილა. თანაც, ისინი ძალზე აგრესიულნი არიან. ის, რაც აღმაშენებლის გამზირზე ხდება, სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. სწორედ მათ უნდა გააძევონ ჩვენი ქვეყნიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენნი. არც ის მიმაჩნია გამართლებულად, რომ მთელი აღმაშენებლის გამზირი სხვამ დაიკავოს და ამის შემდეგ რუსთაველის გამზირს მიადგეს“, - აცხადებს ანზორ თოთაძე და მე-19 საუკუნის დასაწყისის პერიოდს იხსენებს, როცა რუსთაველის პროსპექტზე ქართველის კუთვნილი მხოლოდ ორად-ორი სახლი იყო.

ამიტომაც მთელი ჩვენი მოღვაწეები- ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი, იაკობ გოგებაშვილი წუხდნენ და წერდნენ, რომ მიწა და საკუთრება გადასული იყო სხვების ხელში.

ანზორ თოთაძეს მიაჩნია, რომ “ოქტომბრის რევოლუციამ ერთი კარგი გააკეთა და სულზე მოუსწრო საქართველოს, თორემ ქართველების ხელში არანაირი საკუთრება აღარ დარჩებოდა. ახლაც, ასევე, გადადის სხვების ხელში ჩვენი დედაქალაქი. ამდენად, ინვესტიციები კარგია, მაგრამ ასეთი ინვესტიციები საბოლოოდ ერისთვის კარგს არაფერს მოიტანს. ამაზე ქართველი ერი უნდა დაფიქრდეს”.

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის აზრით, ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა, მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამდენად, თუ 100 და 200-მილიონიანი ერებისთვის მიგრანტების გარკვეული ნაკადის შესვლა პრობლემა არ არის, ჩვენთვის ეს შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა გახდეს. ამიტომაც ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს უცხოელებზე, კრიმინალი კი ჩვენიც გვეყოფა, რომ არ დაგვემატოს სხვა ქვეყნიდან შემოსული კრიმინალი.

„დანაშაულის ჩასადენად საქართველოში ჩამოსული რატომ უნდა შევიფაროთ და რატომ უნდა მივცეთ აქ ცხოვრების უფლება? წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში და იქ აკეთონ, რაც უნდათ. უნდა აღიკვეთოს აღმაშენებლის გამზირის ბორდელად გადაქცევის პროცესი. განა შეიძლება, ქართველი საქართველოში დაჩაგრულ მდგომარეობაში იყოს? სხვის უფლებებს რომ ვიცავთ, ჩვენი უფლებები არ უნდა დავიცვათ? პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების უფლება უნდა იყოს დაცული. ის, რაც ქართველისთვის არ არის დაშვებული, რატომ არის ირანელისა და თურქისთვის, ან გინდაც, ამერიკელისა და გერმანელისთვის დაშვებული?! რას ჰქვია, ქართველ ბიჭებს არ უშვებენ თბილისში გახსნილი აზიელების ბარებსა და რესტორნებში და მხოლოდ ქართველ გოგონებს აძლევენ ამის უფლებას?! აბა, ერთი, სადმე ფრანგს უთხრან, შენ არ შემოგიშვებ, რადგან ფრანგი ხარ; ან კიდევ, თურქსა და ირანელს გაუბედონ ასეთი რამის თქმა, იქ ერთი ამბავი ატყდება. ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დამცველებს ჰკითხოს ვინმემ, ქართველების უფლებები დაუცავთ როდესმე? რას ჰქვია ქსენოფობია? სახელმწიფომ უნდა დაიჭიროს კანონის პოლიტიკა და, ვინც ამ კანონს არღვევს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს, მისი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის, მას წარმოების გახსნის უფლება არ უნდა მისცენ. ჩვენ რომ გავხსნათ რესტორანი და იქ გარყვნილების ბუდე მოვაწყოთ, ხომ მოგვთხოვენ პასუხს? რად გვინდა ასეთი ინვესტიცია? ინვესტიცია სხვანაირად მოიზიდონ“, - აცხადებს გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბარში.