მაკარტნიმ კლინტონს ტელეფონში უმღერა

მაკარტნიმ კლინტონს ტელეფონში უმღერა

სერ პოლ მაკარტნიმ აშშ–ს ყოფილ პრესზიდენტს, ბილ კლინტონს ტელეფონში “ბითლზის” სიმღერა უმღერა და ამგვარად მიულოცა მას დაბადების დღე.
როგორც ბრიტანული ტაბლოიდი The Daily Mirror იუწყება, ერთხელ კლინტონმა, რომელიც “ბითლზის” დიდი თაყვანისმცემელია, თავის პირად თნაშემწეებს ხუმრობით უთხრა, რომ დაბადების დღეზე ყველაზე მეტად პოლ მაკარტნის სატელეფონო ზარი გაახარებდა. გარემოცვამ ეს სრული სერიოზულობით აღიქვა და მაშინვე მაკარტნის მოელაპარაკა. შედეგი სახეზეა – 19 აგვისტოს ექს–ბითლმა ექს–პრეზიდენტს დაურეკა და 64 წლის იუბილე მიულოცა.

თუმცა დარეკვაც არის და დარეკვაც. მაკარტნიმ ტელეფონში შეასრულა სიმღერა “When I'm Sixty-Four” (“როდესაც 64 წლის გავხდები”), რომელიც შესულია “ბითლზის” 1967 წლის ლეგენდარულ ალბომში “Sgt Pepper's Lonely Hearts Club Band”.

აღსანიშნავია, რომ ორი თვის წინ პოლ მაკარტნი თეთრ სახლში მოქმეს პრეზიდენტს, ბარაქ ობამას შეხვდა და ყელი იქაც მოიღერა. მიღება პოლ მაკარტნისთვის ძმებ გერშვინების პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებით გაიმართა. იმ დღეს მაკარტნიმ სხვა სიმღერებთან ერთად, სპეციალურად პირველი ლედისთვის, მიშელ ობამასთვის “ბითლზის სიმღერა “Michelle” შეასრულა.