„ველობურთი“ პოპულარობას იძენს

„ველობურთი“ პოპულარობას იძენს

ლოს-ანჯელესში მეტად პოპულარულია თამაში "ველობურთი".

მატჩში ორი 3-3-კაციანი გუნდი მონაწილეობს, მოედნისა და ბურთის ზომა ისეთივეა, როგორიც ჩოგბურთში, ჩოგნებს კი თხილამურის ჯოხებისგან ამზადებენ.

დიდი სისწრაფისა და შეჯახებების გამო ხშირია დაჟეჟილობა, ამიტომ ფეხებს საგანგებო წვივსაკრავ-სამუხლეებით იფარავენ.

ველობურთელი ქალები კი არაფერს ეპუებიან, მამაკაცებს ტოლს არ უდებენ და მათთან ერთად ასპარეზობენ.