„მოძალადე“ კუ

„მოძალადე“ კუ

ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკში უზარმაზარმა კუმ მანჰეტენზე პანიკა გამოიწვია. როგორც ჩანს, პატრონებზე განაწყენებულმა შინიდან გაქცევა გადაწყვიტა...

შემთხვევის ადგილზე მისულ  6 სახანძრო მანქანას ბინაში  მხოლოდ შეშინებული კუ დახვდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რეპტილიას ანთებული ლამპა გადაუყირავებია და ცეცხლი იქვე მიმოფანტულ ქაღალდებს წაჰკიდებია. აბრიალებულ ბინაში ყველაფერი დაიწვა, კუსთვის კი ცეცხლს ვერაფერი დაუკლია - ერთ-ერთ მეხანძრეს სამზარეულოში ჯავშნის ქვეშ შეყუჟული საღსალამათი "დამნაშავე" უპოვია.

როგორც გაირკვა, ბინაში ეგვიპტელ ემიგრანტებს უცხოვრიათ. მიუხედავად იმისა, რომ სახლი დაეწვათ, მაინც ბედნიერები არიან _ მათი საყვარელი კუ ხომ ცოცხალი და უვნებელი დარჩა. თუმცა, იმის დაჯერება უჭირთ, რომ ხანძარი "უმადური" კუს მოწყობილია...