ჭკვიანი ჩარლზი

ჭკვიანი ჩარლზი

მას შემდეგ რაც ძაღლმა ჩარლზიმ პოლიციაში "სამსახურის დასაწყებად" მხოლოდ ერთი ტესტი ვერ ჩააბარა,  გადაწყდა მისი  ძაღლების თავშესაფარში გაგზავნა, სადაც კარგი ნამდვილად არაფერი ელოდა... სწორედ ამ დროს, ჩარლზის გადამრჩენლად პოლიციის ინსპექტორი  ენ ჰიგინსი გამოუჩნდა. ენისა და მისი ქმრის, ასევე პოლიციელ მაიკის ოჯახში  ჩარლზმა  ბრწყინვალედ ჩააბარა "საოჯახო ტესტი".

"ჩარლზი საოცრად გონიერია, ძალიან მეხმარება საოჯახო საქმეებში. მაგალითად, როცა ჭუჭყიან სარეცხს ვრეცხავ ან გასაშრობად ვფენ, ზუსტად იცის, როდის რა უნდა მომაწოდოს", - ამბობს ენი.

"ჩარლზი საოცრად ფათერაკიანია - ერთხელ  კურკა გადაყლაპა და კინაღამ დაიხრჩო,  მეორედ კი ქათმის ხორცით მოიწამლა და ძლივს გადავარჩინეთ", მაგრამ ჭკვიანია და ძალიან გვიყვარს", - ამბობს მაიკი.

ჭკვიანი ძაღლი მარტო საოჯახო საქმეებში როდი გაიწაფა - ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული ძაღლების კონკურსის ფინალშიც გავიდა, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში გაიმართება.