კატრინ დენევის რჩევები

კატრინ დენევის რჩევები

მე არ მინდა - დავიბრუნო ახალგაზრდობა და დავიწყო ყველაფერი თავიდან. მსახიობებს არ აძლევენ უფლებას იყვნენ ინდივიდუალურები.

მე მომწონს ვიყო ცნობილი - როცა ეს მეხმარება. დარჩენილ დროს მე ვცდილობ ვიყო უბრალოდ ადამიანი.

მე შეიძლება ვიყო გაღიზიანებული - ნერვიული, ორიენტირებული და დათრგუნული, მაგრამ მე არასდროს მოწყენილი არ ვარ.

არ მიყვარს ფილმები - სადაც ბევრი სირბილია. რატომღაც, მაშინვე ვფიქრობ მსახიობებზე. ისინი ალბათ ძალიან იღლებიან.

ჩემი ნიჭია - ათი წუთის განმავლობაში, მე შემიძლია დავიძინო ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში, მაშინაც კი, თუ მე მაცვია კაბა და პარიკი.

მიყვარს თუ არა ტანსაცმელი? - ალბათ ეს არის ძალიან ძლიერი სიტყვა. ნება მომეცით უბრალოდ ვთქვა, რომ ტანსაცმელი მომწონს. მაგრამ მე მიყვარს ფეხსაცმელი.

სამყაროში - არ არის არაფერი კეთილშობილური ფიზიკური შრომის გარდა.

მე გამიმართლა - ჩემი საყვარელი რეჟისორები ჩემთან ერთად ბერდებიან.

საუკეთესო ათი წელი ჩემს ცხოვრებაში -  ორმოციდან  ორმოცდაათამდე. ორმოცი წლის ასაკში ჩემს შესახებ ყველაფერს მივხვდი.

მე არ მეშინია სიბერის - ახალგაზრდობა ცუდია იმით, რომ სულ ფიქრობ როგორმე არ დაბერდე.

სანამ არსებობს განშორება, ოჯახის არსებობას აზრი ეკარგება.

მოწევა - მშვენიერია. მე არ ვამაყობ იმით, რომ ვეწევი, თუმცა არ მრცხენია ამის. დასანანია ევროპაში რომ ამასთან ცუდადაა საქმე. ზოგჯერ ქუჩაში ვეწევი და იწყება კამერებით ამის გადაღება.

ნამდვილი ქალი - ეს არის გონება, ხიბლი, სიკეთე და იუმორის გრძნობა. იგივეს ვითხოვ მამაკაცებისაგან.

მე ბევრჯერ ვიყავი ბედნიერი. სულ ეს არის.

ეცადეთ ხშირად იმღეროთ. სიმღერა ათბობს სულს.

არ გამოგივიდათ კარებიდან, სცადეთ ფანჯრიდან.