„როგორც ჩანს, უსუფაშვილმა შემთხვევით არ დატოვა პარტია“

„როგორც ჩანს, უსუფაშვილმა შემთხვევით არ დატოვა პარტია“

რესპუბლიკელები დარწმუნებული არიან, რომ პარტიიდან დავით უსუფაშვილის წასვლა, მათ რეიტინგს 10-დან 15%-მდე გაზრდის. რამაზ საყვარელიძის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ არ შეცვლიან სტრატეგიას, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, ბარიერის გადალახვის პრობლემა შეექმნებათ. მისივე თქმით, მართალია, ადგილობრივი არჩევნები თითქოს არ არის პროპორციულის პრინციპზე აგებული, მაგრამ შიდა მექანიზმი იგივეა.

for.ge პოლიტიკურ ექსპერტს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულირესპუბლიკური პარტიადარწმუნებულია, რომ დავით უსფაშვილის პარტიიდან გასვლის შემდეგ, შეძლებენ ბარიერის გადალახვას ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში და ფიქრობენ, რომ მოსახლეობის 10-15% მხარდაჭერას მიიღებენ. ბატონო რამაზ, რამდენად აქვთ რესპუბლილებს ბარიერის გადალახვის შანსი და უსუფაშვილი იყო ამ პარტიის წარუმატელობის მიზეზი, ისევე როგორცთავისუფალი დემოკრატებისირაკლი ალასანია?

რამაზ საყვარელიძე: დავით უსუაფშვილის, ირაკლი ალასანიას და ლიდერთა ჯგუფის პარტიიდან წასვლა, ორივე პარტიისთვის უდავოდ დანაკარგია, რადგან პროპორციულ სისტემაში ხმა მოაქვს ლიდერის ავტორიტეტს. თუ ლიდერის ავტორიტეტი დაბალია, ან უარყოფითია, ამან შეიძლება ხმების დაკარგვა გამოიწვიოს. „რესპუბლიკურ პარტიაში“ თუ ვინმეს მიმართ იყო დადებითი დამოკიდებულება, უადავოდ, უპირველეს ყოვლისა იყო დავით უსუფაშვილის მიმართ.

მან ძალიან კარგად იმუშავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. გია ვოლსიკმაც აღნიშნა, რომ როგორც თავმჯდომარე შესანიშვანი იყოო და ეს თქვა მაშინ, როდესაც უკვე მეტოქეები იყვნენ. როცა მეტოქე გაქებს, მით უმეტეს თანამებრძოლი უნდა ხვდებოდეს იმას, რომ ეს ფიგურა პარტიისთვის რეიტინგის მომტანი თუ იყო, თორემ არა რეიტინგის დამკარგველი.

ანალოგიური ვითარებაა ალასანიას შემთხვევაშიც, გუნდი, რომელიც წავიდა, უდავოდ არ წარმოადგენდა ხმების დამკარგავ გუნდს, პირიქით, უფრო ხმების შემომტანი იყვნენ. ამიტომ, ეს პოზიცია, რომ მათი წასვლით უფრო მოიგებენ, ვიდრე ადრე, გაუგებრობას იწვევს. მართალია, ადგილობრივი არჩევნები თითქოს არ არის პროპორციულის პრინციპზე აგებული, მაგრამ შიდა მექანიზმი იგივეა.

ანუ, პარტიის სულისკვეთება მოქმედებს კანდიდატებზე, ისევე როგორც თვითონ პარტიის რეიტინგზეც მოქმედებენ ლიდრები...

- რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიცით როგორია ამ პარტიის ლიდერების რეიტინგი. საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით შეიძლება გამოკვეთო, რომ დღეს ეს პარტიები კიდევ უფრო ჩრდილში არიან გადასული, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების წინ იყვნენ. სხვა თუ არაფერი, საპარლამენტო არჩევნების წინ, იმ ცნობილი განხეთქილების გამო, მედიაში ამ პარტიებზე სულ იყო ლაპარაკი. ზოგადად, მედიაში პარტიაზე საუბარი მათ რეიტინგს წევს, ყურადღების ცენტრში ექცევიან. დღეს უკვე მათზე ლაპარაკიც არ არის.

მაშინ რას ეფუძნება რესპუბლიკელების ეს ოპტიმიზმი, რომ უსუფაშვილი პარტიაში არ არის, ამიტომ შეუძლიათ ბარიერის გადალახვა?

- როგორც ჩანს, უსუფაშვილმა შემთხვევით არ დატოვა პარტია და იყო ამის მონაცემები, რომ თვითონ პარტიის შიგნით იყო განხეთქილება იმ ძირითად სტრატეგიებზე, როგორც ოპოზიცურმა პარტიამ რა პრინციპები უნდა გაატაროს ხელისუფლების მიმართ, რომ უნდა იყოს ზომიერი და ამ დროს, სწორედ რომ, რადიკალურები დარჩნენ. უსუფაშვილთან კამათში თვლიდნენ, რომ რადიკალიზმი უფრო იქნებოდა შედეგის მომტანი, ეტყობა, ახლაც ასე თვლიან. რახან ისეთი ზომიერი და გაწონასწორებული ფიგურა, როგორიც უსუფაშვილია მათთან აღარ არის და ამიტომ, ძველი კონცეფციიდან გამომდინარე თვლიან, რომ რადიკალიზმი შედეგს მოუტანთ.

რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ძალიან კარგია უსუფაშვილის დაბრუნება პოლიტიკაში, მაგრამ ბერძენიშვილს ვერ გაუგია რეალურად რას აპირებს უსუფაშვილი, რადგან თვლის, რომ უსუფაშვილის პრესკონფერენცია ბუნდოვანი იყო. რესპუბლიკელების მთავარი პრობლემაც იმაში მდგომარეობს, რომ შეცდომების აღიარება არ უყვართ. რატომ უჭირთ საკუთარი შეცდომების აღიარება, ან რატომ ვერ სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე „რესპუბლიკური პარტია“ ერთ-ერთი ძველი პარტიაა, მათთვის შედეგიანი სიტუაცია იყო მხოლოდ მაშინ, როცა ვინმეს ეკედლებოდნენ, ადრე იყო ნაციონალები და მერე ივანიშვილი. ანუ, დამოუკიდებლად მათ ვერ შეძლეს წარმატების მიღწევა. ნაციონალებიც იგივე სტილიტისტიკით მოქმედებენ, რაც წამგებიანი აღმოჩნდა მათთვის 2012 წლის შემდეგაც. სამ ნაწილად გაიყვნენ, მაგრამ თითოეული განაყოფი მაინც ზედგამოჭრილი ნაციონალია თავისი სულისკვეთებით.

ამ პირობებში ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ის არის, რომ რესპუბლიკელებს საკმაოდ მაღალი ამბიცია აქვთ, უფრო დიდი, ვიდრე ნებისმიერ სხვა პარტიას - თავის თავზე გაცილებით დიდი აზრის არიან, ვიდრე სხვა პარტიები. ამდენად, ნაკლები შანსია, რომ მათ შეცდომებზე რაიმე ისწავლონ. მიაჩნიათ, რომ ისინი ფლობენ ჭეშმარიტების გზას. საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში დევს მათი ამ პრობლემის გასაღები, ისევე როგორც სხვა პარტიაში.

ანალოგიური პოზიცია აქვთ ლიდერების გარეშე დარჩენილთავისუფალ დემოკრატებს“, რომ პარტიისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ბარიერის გადალახვა...

- რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, ალბათ, „თავისუფალ დემოკრატებზე“ ნაადრევია ლაპარაკი, როგორც უკვე ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ გუნდზე, იმდენად დიდი ნაწილი წავიდა ამ გუნდიდან. ფაქტიურად, ლიდერი არის შავგულიძე, დანარჩენი სულ ახალი პერსონებია. სავარაუდოა, რომ პარტიას ჩამოყალიბებული არ აქვს პოლიტიკური პლატფორმა, რამდენადაც იმ განცხადებას, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებასთან მიმართებაში შეუერთდნენ, ბევრი ნიშანი სწორედ რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პლატფორმის არის.

გამორიცხული არ არის, ეს გუნდი საბოლოო ჯამში სადღაც სხვაგან აღმოჩნდეს, ვიდრე დავუშვათ, ალასანიას დროს იყვნენ. კრიტიკული ალასანიაც იყო, მაგრამ ცდილობდა, რომ არ აღმოჩენილიყო სხვაგან. მე მგონია, რომ მაინც ამ პოლუსს შორის დაიწყებენ პარტიები საკუთარი თვის ძიებას. ბევრი მათგანი რომელსაც მიაჩნია, რომ თუ ოპოზიციაში არიან აუცილებლად რადიკალური უნდა იყვნენ, ამავე დროს ნაციონალებზე უფრო რადიკალური ვერ იქნებიან, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ისინი ნაციონალების პოლუსზე აღმოჩნდებიან.

როგორ ფიქრობთ, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზერესპუბლიკელები“ დათავისუფალი დემოკრატები“ შეძლებენ ბარიერის გადალახვას, თუ გავითავლისწინებთ იმას, რომ ჯერჯერობით ამ პარტიების აქტიურობას ვერ ვხედავთ?

- თუკი ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც ახლა არის, მაშინ მე მგონია, რომ ვერ შეძლებენ ბარიერის გადალახვას. არჩევნებამდე დიდი დროა, თითოეულ ძალას შეუძლია რაღაცა სიახლე შემოიტანოს თავის იერში ისე, რომ პრაქტიკულად შეცვალოს დღევანდელი რეიტინგები. ასეთი ცვლილებები გამორიცხული არ არის. ვნახოთ, თუ ყველაფერი ისე დარჩა, როგორც ახლა არის და არ შეცვალეს სტრატეგია, ვფიქრობ, რომ გაუჭირდებათ დიდი გამარჯვების მოპოვება.