ლილი ალენი დაოჯახდა

ლილი ალენი დაოჯახდა

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ლილი ალენი ორი დღის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული სამშენებლო კომპანიის მფლობელი სემ კუპერია. 26 წლის მომღერალი და 33 წლის მისი რჩეული ერთმანეთს 2009 წლიდან ხვდებოდნენ. რამდენიმე თვის წინ წყვილმა ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონება განიზრახა.

 

ჯვრისწერა ცენტრალური ინგლისის დასავლეთ მხარეში მდებარე ერთ-ერთ სოფელში ჩატარდა. ამ საზეიმო ცერემონიას ასამდე სტუმარი ესწრებოდა. იმავე საღამოს გამართულ საქორწინო დღესასწაულში კი სამასი ადამიანი იყო მიპატიჟებული.

 

ლილი ალენისა და სემ კუპერის განცხადებით ისინი ახლადშექმნილ ოჯახში ნახევარი წლის შემდეგ მატებას ელიან.

 

საინტერესოა, რომ წყვილმა საქორწინო ხელშეკრულება არ გააფორმა. ბრიტანული პრესის მტკიცებით, მათ ერთმანეთი ისე უყვართ, რომ ამ ფორმალური იურიდიული პროცედურის გავლა საჭიროდ არ ჩათვალეს.

 

ახლადშეუღლებულები თაფლობის თვეს გლასტონბერიში გაატარებენ. რასაკვირველია დაესწრებიან იქ დაგეგმილ ტრადიციულ მუსიკალურ ფესტივალსაც.

 

მომღერალმა ლილი ალენმა პოპულარობა 2006 წელს მოიხვეჭა. მისმა პირველივე ალბომმა “Alright, Still” მელომანთა დიდი დაინტერესება გამოიწვია და გამოსვლიდან ერთი თვის განმავლომაში 2,6 მილიონი ცალი გაიყიდა. 2008 წელს ლილი ალენმა  “გრემის” ერთ-ერთი ჯილდოც დაიმსახურა. ამჟამად 26 წლის მომღერლის ქონება ექვს მილიონ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული.