ჭირვეული მეზობელი

ჭირვეული მეზობელი

რამდენიმე წლის წინ ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ლოს-ანჯელესში, ბევერლი-ჰილზის პრესტიჟულ უბანში დამკვიდრდა და ამ ელიტარული დასახლების მკვიდრთა გამოზომილი და მშვიდი ცხოვრება დაარღვია.

 

ვიქტორია და დევიდ ბექჰემების მეზობლად, ცნობილი კინომსახიობი მარკ უოლბერგი სახლობს და უკვე მერამდენე წელია  იმის ატანა უწევს, რომ გადაჭარბებული ყურადღების ცენტრში მის ნაცვლად სხვა ადამიანი, კერძოდ კი ევროპული „სოკერის“ ვარსკვლავი დგას.

 

დევიდის ჩასვლიდან რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ ამის მიუხედავად მთელი რაიონი პაპარაცებსა და ფოტოგრაფებს ოკუპირებული აქვთ, რითაც ყველა იქაურ მკვიდრს თავს აბეზრებენ. 

 

“ბექჰემი ამაოდ ირჯება, ჩვენ ხომ ბეისბოლს და კალათბურთს ვართ შეჩვეულები“, – განაცხადა  მარკ უოლბერგმა.