“დიქტატორის” გადაღებები დაიწყო

“დიქტატორის” გადაღებები დაიწყო

ერთი თვის წინ კომედიური მხატვრული ფილმი “დიქტატორის” გადაღება დაიწყო. სურათი ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის ცხოვრებას ეძღვნება.

 

სადამის როლს ცნობილი ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი ასრულებს.

 

ამ მსახიობის სახელი კარგადაა ცნობილი საქართველოში. ჯერ იყო და ყეყეჩი ბორატის სახე განასახიერა ამავე სახელწოდების სურათში. ამერიკული თავგადასავლების მაძიებელი ბორატის შესახებ გადაღებული კინოსურათი, თავის დროზე ყაზახეთში აკრძალულიც კი იყო. ამის შემდეგ ინგლისელი კომიკოსი ახალი ამპლუით მოგვევლინა, როდესაც ჰომოსექსუალის როლი ითამაშა სურათში „ბრუნო“.

 

საშა ბარონ კოენი ფილმში „დიქტატორი“ მოგვევლინება, როგორც მსახიობი და სცენარის თანაავტორი.

 

„დიქტატორი“ დაფუძნებულია  წიგნი „მეფე და ზაბიბას“ მოტივებზე. ეს თხზულება ერაყში ფრიად პოპულარული იყო. მის ავტორობას თავად სადამ ჰუსეინს აბრალებდნენ. რამდენიმე წლის წინ, ბაღდადის სახელმწიფო ტელევიზიაში მისი ეკრანიზაცია განხორციელდა, ამავე ქალაქის ერთ-ერთმა თეატრმა კი მის მოტივებზე მიუზიკლი დადგა.

 

ამ ახალი ფილმის რეჟისორი ლარი ჩარლზია, რომელსაც თავის დროზე კომედიები „ბორატი“ და „ბრუნო“ აქვს გადაღებული.

 

ორიოდე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ამ სურათის უკვე გადაღებული პირველი კადრები

 

ფილმი „დიქტატორი“ მსოფლიოს კინოთეატრებში 2012 წლის მაისში გამოვა.