რეპერი Ja Rule ციხეში ჩასვეს

რეპერი Ja Rule ციხეში ჩასვეს

მიმდინარე წლის რვა ივნისს ცნობილი ამერიკელი რეპერი Ja Rule საკუთარ სტუდიაში ახალ ალბომზე მუშაობდა. მას სტუმრად ამერიკელი სამართალდამცავები ეწვივნენ და ორი წლით ქალაქ ნიუ-იორკის ციხეში წააბრძანეს.

 

2007 წლის ივლისში მუსიკოსის მანქანა ამერიკელმა პოლიციელებმა გაჩხრიკეს და დაურეგისტრირებელი რევოლვერი უპოვეს. ამ დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ძიება სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბოლოს და ბოლოს ამერიკული “ჰიპ-ჰოპის” ვარსკვლავს დანაშაული დაუმტკიცდა და 2011 წლის თებერვალში  ნიუ-იორკის სასამართლომ ორწლიანი სასჯელი დააკისრა.

 

უახლოეს წლებს Ja Rule ციხის საკანში გაატარებს. მუსიკოსი ადგილობრივი მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას ერთგვარი სიმშვიდით შეხვდა.

 

“კანონი კანონია და მას ულაპარაკოდ უნდა დავემორჩილოთ. შექმნილ მდგომარეობაში არაფრის შეცვლა არ შემიძლია. მიმაჩნია რომ რამდენიმე წლის წინ დანაშაული ჩავიდინე და ამიტომ ვისჯები.” – განაცხადა მუსიკოსმა.

 

საინტერესოა რომ 2003 წელს ჯეფრი ატკინსონს (Ja Rule-ს ნამდვილი სახელი) კანადის ქალაქ ტორონტოში იქაურ წესრიგის დამცველებთან ერთი კონფლიქტი უკვე ჰქონდა. მაშინ რეპერმა ერთ-ერთ ბარში უცნობი მამაკაცი გაასილაქა. საქმე სასამართლომდე მივიდა და ატკინსონს კანადაში შესვლა სამუდამოდ აეკრძალა.

 

Ja Rule 1976 წლის 29 თებერვალს დაიბადა, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ქუინსში. მუსიკალური კარიერა 1994 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომი “Venni Vetti Vecci” 1999 წელს გამოუშვა. დღეისათვის შვიდი სტუდიური ჩანაწერის ავტორია. უკანასკნელმა “The Mirror: Reloaded”-მა დღის სინათლე 2009 წელს იხილა.

 

დაკავების დღეს მორიგ მუსიკალურ ალბომზე მუშაობდა. “Pain Is Love 2” გაყიდვაში მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გამოსულიყო.

 

Ja Rule რამდენიმე მხატვრულ ფილმშიც არის გადაღებული. მაგალითად ერთ-ერთი როლი აქვს შესრულებული სურათში “ფორსაჟი”.