ამერიკული როკ-ჯგუფი “Dream Theather” 1985 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ ბოსტონში. მისი შექმნის იდეა გიტარისტ ჯონ პეტრუჩის, ბასისტ ჯონ მაიანგს და მედოლე მაიკ პორტნის ეკუთვნოდა. ამ მუსიკოსების გარდა ჯგუფში შედიოდნენ კლავიშებზე დამრტყმელი კევინ მური და ვოკალისტი კრის კოლინზი.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “Dream Theather”-მა ახალ მუსიკალურ ალბომზე მუშაობა დაიწყო. ამ ნამუშევრის პირობითი სახელია “A Dramatic Turn of Events” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის 13 სექტემბერს იხილავს. ალბომის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ ჯგუფის წევრები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გამგზავრებას გეგმავენ.
2011 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ბოსტონური ჯგუფის შემადგენლობაში ერთი ცვლილება განხორციელდება. მედოლე მაიკ პორტნის ნაცვლად “Dream Theather”-ს მაიკ მანჟინი შეუერთდება.
ამ ინფორმაციამ ჯგუფის ამერიკელ თაყვანისმცემლებში ისეთი დაინტერესება გამოიწვია, რომ ადგილობრივ სოციალურ ქსელებში, დიდი ბრიტანეთის სამეფო წყვილის საქორწინო პერიპეტიების თემაც კი დაჩრდილა.
მაიკ მანჟინი “Dream Theather”-ს უკვე შეუერთდა და ახალ ალბომზე მუშაობას ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად შეუდგა.