რიჩი სამბორა გამოჯანმრთელდა

რიჩი სამბორა გამოჯანმრთელდა

ამერიკული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოპულარული ჯგუფი “Bon Jovi”-ის გიტარისტი რიჩი სამბორა რამდენიმე დღის წინ სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრიდან გამოეწერა. სამბორას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. მუსიკოსი ამ სამკურნალო ცენტრში მიმდინარე წლის აპრილიდან იმყოფებოდა.

 

2007 წელს რიჩი სამბორამ მკურნალობის ერთი კურსი უკვე ჩაიტარა. მისი ჯანმრთელობა ალკოჰოლთან დამეგობრობის შემდეგ გაუუარესდა. მუსიკოსის ახლობლების მტკიცებით სამბორა დილიდან-საღამომდე შეუსვენებლად სვამდა და მის გაჩერებას ვერავინ ახერხებდა.

 

“Bon Jovi”-ის გიტარისტის სპირტიან სასმელებთან ახლო ურთიერთობა  პირად ცხოვრებაში შექმნილი არაერთი პრობლემების შემდეგ დაიწყო. მუსიკოსმა მძიმედ გადაიტანა მეუღლესთან, ცნობილ ამერიკელ მსახიობთან ჰიზერ ლოკლირთან განქორწინება. ცოლთან გაჭიანურებული სასამართლო პროცესის დასრულების მეორე დღეს კი მუსიკოსს მამა გარდაეცვალა.

 

ამჟამად  “Bon Jovi” მორიგ საგასტროლო ტურნეში იმყოფება. რვა ივნისს ჯგუფმა კონცერტი ხორვატიაში ჩაატარა, იქიდან კი უნგრეთში გადავიდნენ.

 

როკ-ჯგუფი "Bon Jovi” 1983 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ ნიუ-ჯერსიში. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ: ვოკალისტი ჯონ ბონ ჯოვი, გიტარისტი რიჩი სამბორა, კლავიშებზე დამრტყმელი დევიდ ბრაიანი, მედოლე ტიკო ტორესი და ბასისტი ჰიუ მაკდონალდი.

 

მსოფლიო პოპულარობა ჯგუფს 1986 წელს ეწვია, როდესაც გაყიდვაში გამოვიდა მათი ალბომი “Slippery When Wet”.

 

ჯგუფი “Bon Jovi”-ის ბოლო სტუდიური ნამუშევარი, მუსიკალური ალბომი “The Circle” 2009 წლით არის დათარიღებული.