ბრიუს უილისი ახალ პროექტში

ბრიუს უილისი ახალ პროექტში

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარული ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი უახლოეს მომავალში ახალი სურათის გადაღებაში მიიღებს მონაწილეობას.

 

კინორეჟისორი სტივენ ფრირი აპირებს სურათის “დადეთ ფსონი ფავორიტზე” გადაღებას. ლეგენდარული ჰოლივუდელის გარდა ამ პროექტში დაკავებულები იქნებიან ცნობილი მსახიობები კეტრინ ზეტა-ჯონსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და რებეკა ჰოლი.

 

ახალი ფილმის სიუჟეტს საფუძვლად უდევს ვინმე ბეტ რეიმერის მემუარები. ამ ნაწარმოების მთავარი გმირი ლას-ვეგასელი ჩვეულებრივი მიმტანი ქალბატონია. ბედის ირონიით ის ერთ-ერთი დაწესებულების წამყვანი სპორტული ბუკმეიკერი გახდება.

 

ბრიუს უილისი ბუკმეიკერის როლს ითამაშებს, კეტრინ ზეტა-ჯონსი კი მისი ერთ-ერთი კოლეგის  ყოფილ მეუღლეს.

 

ამ სურათის ბიუჯეტი ოცი მილიონი დოლარია. ფილმის სცენარი დევიდ დე ვინსენტისს ეკუთვნის. მისი გადაღებები რამდენიმე დღის წინ ქალაქ ახალ ორლეანში დაიწყო.

 

სურათი “დადეთ ფსონი ფავორიტზე” მსოფლიო კინოგაქირავებაში მომდევნო წლის გაზაფხულზე გამოვა.